x
image
კატაპულტი
მოგეფერები...
image

თუკი ვერასდროს ვეღარ მიხილავ

გრძნობამორეულს და გადარეულს,

მაინც ვიქნები შენთან ყოველთვის,


მაინც შემიგრძნობ სხვად გადაქცეულს.


ეს მე ვიქნები ზამთრის ცივ ღამეს,

უნაზეს თოვლის თეთრი ფანტელი,

ნარნარი ფრენით შენთან რომ მოვალ,

ტკბილ ბაგეებზე ჩამოგადნები.


ეს მე ვიქნები გაზაფხულობით,

შენ რომ გაგათბობს ყვითელ მზის სხივი,

შენთან ვიქნები კვლავაც ყოველთვის,

თოვლის ფანტელებს ნუღარ მისტირი.


image

როცა დაგატკბობს შენ მეოცნებეს,

ლამაზ ყვავილთა ათას ფერები,

ეს მე ვიქნები მათი სურნელი,

შენთან რომ მოვალ, მოგეფერები...






image

0
68
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0