x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთი უცხოეთში ყიდულობს ჯავშანმანქანებს და ჯავშანტექნიკას.

რუსეთი გვაკვირვებს. სახელმწიფო რომელიც უმძლავრესი სამხედრო პოტენციალის მქონე სსრკ–ს დაშლის შემდეგ ამ პოტენციალის დიდი ნაწილის მფლობელი გახდა, იძულებულია უცხოეთში შეიძინოს მაღალი კლასის ჯავშანტექნიკა. საფრანგეთში ნაყიდი "ვერტმფრენმზიდი" "მისტრალის" შემდეგ რუსეთი აპირებს შეიძინოს 8 ბორბლიანი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა VBCI, ჯავშანმანქანა ნაღმსაწინააღმდეგო დაჯავშნით Aravis–ი და ახალი თაობის მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი TITUS–ი.
განვიხილოთ თითოეული მათგანი, მათი ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლის მიხედვით.
VBCI–წონა: 25, 6 ტონა.
ეკიპაჟი: 2 კაცი.
დესანტი: 9 მედესანტე.
გაბარიტები: კორპუსის სიგრძე–7, 60 მეტრი.
სიგანე–2, 98 მეტრი.
კორპუსის სიმაღლე–2, 20 მეტრი.
ჯავშანზე ინფორმაცია დახურულია.
შეიარაღება: 25 მილიმეტრიანი ქვემეხი M811, 7, 62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი.
საბრძოლო კომპლექტი: 620 გასროლა ქვემეხზე და 1400 გასროლა ტყვიამფრქვევზე.
ძალოვანი აგრეგატი: 550 ცხენისძალიანი დიზელის ძრავა.
გადალახვადი წინაღობა: თხრილი სიგანით 2 მეტრი.
არღი სიღრმით: 1, 20 მეტრი ან მომზადების მერე 1, 50 მეტრი.
მაქსიმალური სიჩქარე სწორ გზაზე–100კმ/სთ.
სვლის მარაგი: 750 კილომეტრი.


image
Aravis–ი ეს ჯავშანმანქანა დამზადებულია სატვირთო მანქანა Mercedes-Benz UNIMOG U5000–ის ბაზაზე. გამოირჩევა მისი კლასის მანქანებში ყველაზე მაღალი დაცვის და უსაფრთხოების დონით. მას გააჩნია დაცვის მეოთხე დონის სისტემა STANAG 4569 14, 5 მილიმეტრამდე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღისაგან დასაცავად. მეოთხე დონის დაცვის ფუნქციის მქონე "ფსკერი", ასევე მეოთხე დონის დაცვა არტილერიის ჭურვის ნამსხვრევებისაგან და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მასალებისაგან.
image

TITUS–ი მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი.
საკუთარი წონა: 17, 5 ტონა.
საბრძოლო მასა: 23, 3 ტონა.
სრული წონა: 27 ტონა.
სიგრძე 7, 55 მეტრი.
სიგანე 2, 55 მეტრი.
სიმაღლე 2, 73 მეტრი.
ძრავა: Cummins–ი 440 ცხენისძალიდან 550 ცხენისძალამდე სიმძლავრით.
მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ.
სვლის მარაგი–700 კილომეტრი.
ჰორიზონტალური გადალახვადი წინაღობა–1, 2 მეტრი.
ვერტიკალური გადალახვადი წინაღობა 0, 65 მეტრი.

image



0
162
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0