x
image
worldsport.ge
პისარო კონკურენციას არ გაურბის

imageმიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელ კლაუდიო პისაროს კლუბში არსებული მაღალი კონკურენცია არ აშინებს და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზეც არ ფიქრობს. გერმანული გამოცემების მტკიცებით, პისაროს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მინიმალურია, რადგან “ბაიერნმა” შემტევი ხაზი დორტმუნდის “ბორუსიასგან” რობერტ ლევანდოვსკის შეძენის შემდეგ საგრძნობლად გააძლიერა.
“გუნდში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. შესაბამისად, “ბაიერნიდან” წასვლაც არ შედის ჩემს გეგმებში. ლევანდოვსკი ძალიან კარგი ფორვარდია, რაც არაერთგზის დაამტკიცა, მაგრამ მისი “ბაიერნში” გადმოსვლა ჩემთვის არაფერს ცვლის” – განაცხადა კლაუდიო პისარომ.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0