x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროფესიული სტრესი

image პროფესიული სტრესი არის ინდივიდისა და სამუშაოს ინტერაქციის შედეგად აღმოცენებული მდგომარეობა.ის მომდინარეობს გარემოდან და წარმოადგენს ორგანიზაციაში არსე- ბულ სიტუაციაზე ადაპტურ პასუხს. აღმოცენდება შეუსატყვისი მოთხოვნების შედეგად, რასაც უყენებს ორგანიზაცია დასაქმებულს და ინდივიდში იწვევს ფიზიოლოგიურ, ემოციურ, ქცევით და კოგნიტურ ცვლილებებს.სტრესის ეს ფორმა თავს იჩენს დაძაბული სამუშაო პირობების, გრაფიკის, ინტერპერსონალური ურთიერთობის შემთხვევაში, მოვალეობების უსამართლოდ და ირელევანტურად გადანაწილების პირობებში.მაშინ, როცა მომუშავის ცოდნა, უნარები, რესურსები არაა საკმარისი კონკრეტული დავალებების შესრულებისთვის.პროფესიულ სტრესს მივყავართ აბსენტეიზმამდე ანუ სამუშაოს გაცდენამდე, იწვევს ფსიქოსომატურ დარღვევებს, ემოციურ აშლილობებს და ქცევით დისფუნქციებს.სტრესორებად ითვლება:სოციალური გარემო, სამუშაოს ფიზიკური მახასიათებლები, დროის ირაციონალური მენეჯმენტი, ინდივიდუალურ-დისპოზოციური ნიშნები, პიროვნების მახასიათებლები, სამუშაოს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ანაზღაურების სისტემა.არსებობს პროფესიული სტრესის კონტროლის მექანიზმები. მასზე საუბრისას აღნიშნავენ პრევენციის გზებს, რაც შერჩევა-დაქირავების დროს უნდა იქნას გათვალისწინებული.ძველი სიბრძნის მიხედვით- "დაავადებების წინაწარი პროფილაქტიკა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე შემდგომი ძლიერი მკურნალობა."ეს მენეჯმენის საკითხს მიესადაგება და გულისხმობს კადრების ადექვატურად რეკრუტირებას სამუშაო პოზიციაზე, რათა შემდგომი გართულებები თავიდან იქნას არიდებული.ტრენინგების სისტემა პროფესიულ სტრესთან ბრძოლის კარგად ნაცადი საშულებაა. ის საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამაა და გულისხმობს ორგანიზაციის კულტურის უფრო ფართო და საფუ- ძვლიან განცობას.ის იგეგმება საჭიროებისა და მიზნების მიხედვით.შესაძლოა მოიაზრებდეს არაფორმალურ გარემოში თანამშრომლების დასვენების ორგანიზებას, უკეთესი ინტერ და ინტრაპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ყოველდღიური მონოტონური სიტუაციის გადახალისებას.სასარგებლოსა და სასიამოვნოს შეხამება ხდება და პარალელურად ტრენინგში მონაწილეები სტრესის დაძლევის სტრატეგიებს ეცნობიან.

და მაინც, როგორ უნდა ავირიდოთ პროფესიული სტრესი? პოზიტიური გზაა ინდივიდმა პიროვნული რესურსი მოარგოს სამუშაოს მოთხოვნებს.არამარტო მომუშავე უნდა მოერგოს ორგანიზაციას, ორგანიზაციაც უნდა შეეფერებოდეს თავისი პრიორიოტეტებით და მიზნებით მომუშავის ინტერესებს.ორგანიზაციამ, თავის მხრივ მხარი უნდა დაუჭიროს და წაახალისოს მომუშავის ინიციატივა, კრეატული და თავისუფალი აზროვნება.მათ შორის სოციალური კონტრაქტი უნდა გაფორმდეს და ორივე მხარემ დაარეგულიროს შესავალი და გამოსავალი.ჩამოაყალიბოს ღირებულებათა სისტემა.მომუშავისთვის მიკუთვნებულობის გრძნობა ყველაზე ოპტიმალური მოტივატორია.მუშაობა არ ნიშნავს მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის აქტივობას.ესაა სოციალური ინტერაქცია, რომელიც სამართლიანობის ასპექტებით უნდა რეგულირდებოდეს და მიმდინარეობდეს.





0
136
2-ს მოსწონს
ავტორი:აბესაძე მარიამი
აბესაძე მარიამი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0