x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოვიშოროთ ღაბაბი?
ღაბაბი წარმოადგენს ჩამოწელილ კანს, რომელსაც დაკარგული აქვს სიმკვრივე და ელასტიურობა. გარდა ამისა, მის ძირში ხშირად გროვდება ცხიმის სქელი ფენა. თუ ღაბაბმა ახალგაზრდა ასაკში იჩინა თავი, სავარაუდოდ ზედმეტი წონა 8–10 კილოგრამს შეადგენს. თუმცა ღაბაბი შეიძლება გამხდარსაც ჰქონდეს, რაც თავდახრილი სიარულის მავნე ჩვევის გამო ხდება. დროთა განმავლობაში თავის არასწორი მდგომარეობის გამო კუნთები სუსტდება და ნიკაპის ქვეშ წარმოქმნილი ნაკეცი ცხიმით ივსება.


image







თუ ღაბაბი მცირეა მისი მოშორება შესაძლებელია რამდენიმე მარტივი ვარჯიშით. ვარჯიში ყოველ დღე რამდენჯერმე გაიმეორეთ და შედეგიც არ დააყოვნებს:


1. თავი მაღლა ასწიეთ ისე, რომ ყელის კანი კარგად დაიჭიმოს. წინ წამოსწიეთ ქვედა ყბა და პირი რამდენჯერმე გააღეთ და დახურეთ.


2. ყოველ დილით პირსახოცი დაასველეთ მარილიან წყალში, კარგად გაწურეთ და წრიული დარტყმითი მოძრაობებით ღაბაბზე მასაჟი გაიკეთეთ.

3. პროფილაკტიკის მიზნით, ძილის წინ ღაბაბზე კრემი წაისვით და ელასტიური ბინტით აიხვიეთ.

image

4. დაწექით ზურგზე, ხოლო თავი წამოსწიეთ ზევით. მაქსიმალური დაჭიმულობის მიღწევის შემდეგ გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამის განმავლობაში.

5. შეასრულეთ თავის წრიული მოძრაობები – მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, რაც ხელს უწყობს ნიკაპს ქვემოთ კუნთების გამკვრივებას.


image

და ბოლოს, ღაბაბის მოშორების საუკეთესო საშუალებაა უბალიშოდ ძილი.

6
1480
19-ს მოსწონს
ავტორი:M.Blackmore
M.Blackmore
1480
  
2014, 12 თებერვალი, 14:43
რამდენი ხანი უნდა აკეტო ეს ვარჯიშები?
2014, 24 იანვარი, 9:47
იმაზე ფიქრს თუ როგორ უნდა მოიშოროს, ჯობია იმაზე იფიქროს რომ არ დაედოს :D მაგრამ როგორც ძველებს უთქვამთ "ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო"
2014, 22 იანვარი, 12:56
ჩემ ბიძაშვილს აწუხებს ეს პრობლემა დავუკოპირო
2014, 9 იანვარი, 23:12
ვნახოდ :)
2014, 9 იანვარი, 23:07
იმედია კმაყოფილი დარჩება შედეგით :)
2014, 9 იანვარი, 23:06
კარგი რჩევებია, :) ახლობელს გავახარებ.
0 1 6