x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქუთაისში ნიგერიელი სტუდენტი გოგონა გარდაიცვალა
imageრამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისში. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ბუკიას ქუჩაზე, ბინაში გაზით ორი ნიგერიელი სტუდენტი გოგონა მოიწამლა. ერთი სტუდენტი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.


ექიმების თქმით, ნიგერიელი გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის დასრულების შემდეგ საავადმყოფოდან გაწერენ.


გოგონამ მიზეზების გამო ჩვენთან საუბარი არ ისურვა.


ნიგერიელი გოგონების რამდენიმე მეზობელს ვესაუბრეთ, როგორც ისინი აცხადებენ, გოგონებს არ იცნობდნენ და მათი არსებობის შესახებ შემთხვევის დროს გაიგეს.



"წარმოდგენა არ მქონდა, თუ ჩემს კორპუსში ნიგერიელი გოგონები ცხოვრობდნენ. მე მგონი ახალი გადმოსულები იყვნენ, ბინის მფლობელი აქ არ ცხოვრობს. ჩვენ როგორც ვიცით, გაზით მოიწამლნენ, თუმცა პოლიციელები გარდაცვალების სხვა ფაქტებზე საუბრობდნენ. მე ზუსტად არ ვიცი, რა მიზეზით მოხდა უცხოელების გარდაცვალება, "–ამბობს ლიკა ლელაძე.


კორპუსთან მდებარე სასურსათო მაღაზიის მფლობელი, რომელმაც სახელი და გვარი არ გაგვიმხილა, გოგონების მოწამვლის სხვა ვერსიაზე საუბრობს.


"როგორც კულუარებში საუბრობენ, ნიგერიელები ალკოჰოლური სასმელით მოიწამლნენ. დილით გავიგეთ, რომ პოლიციელებმა გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მეორე უგონო მდგომარეობაში, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, "–აღნიშნა მაღაზიის თანამშრომელმა.

2
2162
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
2162
  
2014, 31 ივლისი, 15:22
ეს მოხდა 6 თვის წინ
2014, 30 ივლისი, 7:20
საიდან გაქვს ეგ იმფორმაცია ? მანდ ახლოს ვცხოვრობ და მასეთი არაფერი გამიგია
0 1 2