x
image
მანჩო 777
მარწყვის ტორტი ხაჭოს კრემით
image
ინგრედიენტები:

კვერცხი-8 ცალი

შაქარი-200 გრამი

ფქვილი-200 გრამი


1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

სახამებელი-1 სუფრის კოვზი


კრემისათვის:

ხაჭო-500 გრამი

არაჟანი-100 გრამი

შაქარი-200 გრამი

ვანილი-დანის წვერით

მარწყვი-1 კგ

ჟელატინი-1 პაკეტი


მომზადება:

ავთქვიფოთ კარგად კვერცხის ცილა, დავამატოთ შაქარი და კვერცხის გულები. გავაკეთოთ კარგი გოგლიმოგლი. დავამატოთ ვანილი, ფქვილი და სახამებელი, ფრთხილად მოვურიოთ ხის კოვზით და ჩავასხათ ყალიბში. დავდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 150 გრადუსზე და ვაცხოთ დაახლოებით 30-35 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან, ოდნავ გავაგრილოთ ფორმაში, შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან და დავაცადოთ 2-3 საათი.

ხაჭო გავცრათ საცერში, მოვათავსოთ ბლენდერში არაჟანთან და შაქართან ერთად, დავაბლენდეროთ კარგად. უნდა გახდეს ერთგვაროვანი მასა.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, მოვათავსოთ გასახსნელ ფორმაში, მოვაწყოთ დაშაქრული მარწყვი და დავასხათ ჩვენი კრემი. დავდოთ მაცივარში 1 საათით.

ამასობაში გავაკეთოთ ჟელე:ჟელატინი დავალბოთ თბილ წყალში 30 წუთით, შემდეგ გავადნოთ ნელ ცეცხლზე ან ორთქლზე. '

გამოვიღოთ ჩვენი ტორტი მაცივრიდან, დავადოთ მეორე ფენა, დავაწყოთ მარწყვი და დავასხათ ჩვენს მიერ მომზადებული ჟელე. დავდგათ მაცივარში 1 საათით. შემდეგ შემოვხნათ გარედან ყალიბი და ისევ დავდოთ გასაციებლად 1 საათი.

მიირთვით გემრიელად!

2
268
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
268
  
2014, 8 იანვარი, 18:44
ახლა ხომ მარხვა აღარაა - ჰოდა მიირთვი:)
2014, 8 იანვარი, 18:42
რატომ? რა დაგიშავე :D
0 1 2