x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სხეულის რომელ ნაწილში ვგრძნობთ ამა თუ იმ ემოციას
ფინეთში, აალტოს უნივერსიტეტში მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში დააკვირდნენ გარკვეული ფოტოებითა და ვიეორგოლებით გამოწვეულ ემოციებს 701 ადამიანში. შემდეგ მათ სთხოვეს ადამიანის სილუეტის გამოსახულებაზე მიენიშნებინათ, თუ რომელ ნაწილში გრძნობდნენ ამა თუ იმ სტიმულს და გაეფერადებინათ მოცემული სილუეტი თბილი ან ცივი ფერებით.


"ხშირად გვგონია, რომ ემოცია მხოლოდ გონებაში ხდება, მაგრამ არსებობს ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ მას ჩვენს სხეულშიც აქვს ადგილი." - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ლაური ნამენმაა (Lauri Nummenmaa).


გამოკითხულთა მონაცემების მიხედვით, მეცნიერებმა შექმნეს ემოციების უნივერსალური სითბური რუქა.


ექსპერიმენტის მიხედვით გაირკვა, რომ ძირითადი ემოციების უმრავლესობა აქტიურობას იწვევს სხეულის ზედა ნაწილში, რაც სავარაუდოდ უკავშირდება სუნთქვისა და გულისცემის ცვლილებას.



მაგალითად, ზედა კიდურებში მოზღვავებული ენერგია უკავშირდება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიყვარული და სიბრაზე, ხოლო სევდა და შეშფოთება პირიქით, ამ ადგილებში სიცივეს აღძრავს.


ყელში და მუცლის არეში შეგრძნება უკავშირდება ზიზღს.


ბედნიერება კი, სხვა ემოციებისგან განსხვავებით, მთელ სხეულში იწვევს გარკვეულ შეგრძნებებს.


ქვემოთ გთავაზობთ ძირითადი ემოციების სითბურ რუქას. თბილი ფერები მიანიშნებს იმ ადგილებს, სადაც ამა თუ იმ ემოციის განცდისას ადამიანები გრძნობენ აღგზნებას, ცივი ფერები კი არააქტიურ ზონებს წარმოადგენს.


image



2
368
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
368
  
2014, 2 თებერვალი, 18:39
რა მაგარი სტატიაა,სიყვარული და ბენიერება რა მხურვალეა:)))))))
0 1 2