x
image
მანჩო 777
უცნაური ნაძვის ხე ლონდონში
image
ახალი წლის წინა დღეებში ქალქების ქუჩებს რთავენ განათებებით, გირლანდებით, ლამაზი პლაკატებით და რაღათქმაუნდა, ნაძვის ხეებით. ბოლო წლებში ტრადიციული ნაძვის ხე ბევრგან შეცვალა კრეატიულმა უცნაურმა ნაძვებმა. სწორედ ასეთი საახალწლო ლამაზმანი დადგეს ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე. ის შექმნეს დიზაინერებმა ესპანური სტუდიიდან Luzinterruptus. ისინი ცნობილი არიან ნამუშევრებით სინათლის ინსტალაციაში და ეს ნაძვი სწორედ მათი ბოლო "შედევრია".

image

ამ ხის შესაქმენლად გამოყენებული იქნა პოლიეთილენის პაკეტები. საახალწლო ფასდაკლებებმა, რომლებიც ევროპაში 25 დეკემბრამდე გრძელდება, დიზაინერებს საშულება მისცა შეეკრიბათ სხვადასხვა ფირმების უამრავი ცელოფანის პაკეტი. ამ პაკეტების სხვადასხვა ფერები, მათი ჭრელ-ჭრელი წარწერები დაეხმარათ დიზაინერებს ულამაზესი ნაძვის მორთვაში.

image


თითოეული პაკეტი გაბერილია და მიცემული აქვს საჰაერო ბურთისმაგვარი ფორმა, ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და დამაგრებული არიან კარკასზე.

image

მყარ კარკასს აქვს კონუსისმაგვარი ფორმა და განათებულია შიგნიდან სპეციალური გასანათებელი მოწყობილობით, რომელიც საშუალებას იძლევა თანაბრად განათდეს მთელი ეს ხელოვნური ნაძვის ხე.

ზოგიერთი პაკეტი გამოვსებულია სხვა პატარა პაკეტებით, ზოგი კი გაბერილია ჰაერით.

დარჩენილი პაკეტები გამოყენებული იქნა ქუჩის გასალამაზებლად გირლანდების სტატუსით.

image

დიზაინერებმა თავიანთ შემოქმედებას დაარქვეს The Consumerist’s Christmas, რაც ნიშნავს "მომხმარებლების საშობაო ნაძვის ხე".

imageimage

2
65
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
65
  
2014, 8 იანვარი, 15:57
ნამდვილად,,თან შორიდან ვერც მიხვდები, რააა:)
2014, 8 იანვარი, 15:51
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ყველაფერში შეიძლება სილამაზის დანახვა, ნაგავშიც კი.
0 1 2