x
image
worldsport.ge
"დილაში" ბიუჯეტის დამტკიცებას ელიან

imageგორის "დილადან" ფეხბურთელები ჯერ მხოლოდ მიდიან და ახალი არავინ მისულა. როგორც იცით, აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს დასრულებული აქვს კონტრაქტი, აქედან ზოგიერთმა უკვე მოძებნა კლუბი: ირაკლი მოდებაძე თბილისის "დინამოში", თემურ ღონღაძე, გიორგი გურული და გრიგოლ დოლიძე "ზესტაფონში". გადაწყვეტილია, რომ წავლენ გიორგი აბურჯანია, ნუკრი რევიშვილი, მიხეილ გორელიშვილი.
მოკლედ, "დილა" ისევ ახალი გუნდი იქნება. მაისამდე ისევ ახლები მოვლენ და ასე ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლება შემადგენლობა. კლუბში ბიუჯეტის დამტკიცებას ელიან, მანამდე კი, აბა, რა აზრი აქვს ვინმეს მოყვანას? უნდა განისაზღვროს, რამდენი იქნება ბიუჯეტი, რა დონის ფეხბურთელების მოყვანა შეეძლება კლუბს და როგორ კონტრაქტს შესთავაზებს. "დილაში" იმედი აქვთ, რომ სახელმწყიფო დაფინანსების პროგრამა ამუშავდება და შესაძლოა, მართლაც რაღაც ძვრები იყოს.
"მსოფლიო სპორტი" საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჯერ არ იცის, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
"ვერაფერს გეტყვით. მე თვითონაც არ ვიცი, სად წავალ. ჯერ კონკრეტული არაფერია".


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0