x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71069
  • ვიდეო:324132
  • სურათი:426064
500 წლის ტყვე გოგონა იპოვეს.

ათასი სასწაულებრივი, წარმოუდგენელი ფაქტის მომსწრე ხდება ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დღეს უკვე აღარ გვაოცებს, მაინც გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სტატია, რომელიც ასევე უცნაურ და დაუჯერებელ შინაარსს ატარებს.


არქეოლოგების მიერ ვულკან Llullaillaco-ს ფერდობზე, რომელიც ზღვის დონიდან 6739მ-ზე ჩილესა და პერუს შორის მდებარეობს, აღმოჩენილი იქნა 500 წელზე მეტი ხნის წინ მსხევრპლად შეწირული 14-15 წლის გოგონა, რომელიც რაღა თქმა უნდა მუმიფიცირებული იყო და თქვენ წარმოიდგინეთ შენარჩუნებული იყო მშვენიერ მდგომარეობაში, რაზეც იმოქმედა ყინულის თავზე შექმნილმა სამარხმა. გარდა ამ გოგონასი, სამარხში ასევე აღმოჩენილი იქნა შვიდი წლის ბიჭის და ექვსი წლის გოგონას გვამებიც.



დნმ-ის ანალიზებმა და ექიმთა კვლევებმა დაადგინეს რომ მუმიფიცირებული გოგონა დაავადებული ყოფილა ფილტვის ინფექციით, კერძოდ ტუბერკულიოზის მსგავსი ბაქტერიით.


image
image

image


ამ სამ ბავშვთან ერთად, რომლებიც უთუოდ მსხვერპლშეწირვის მაგალითები არიან, აღმოჩენილი იქნა ასევე მსხვერპლად შეწირული ოქრო, ვერცხლი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ექსტრავაგანტული, უცნაური ფრინველის თეთრი ბუმბული.


image


ისტორიკოსთა დასკვნით ეს ბავშვები არჩეულნი იქნენ სილამაზის მიხედვით სპეციალურად მსხვერპლშესაწირად, ვინაიდან ბავშვი ყველაზე წმინდა, უმანკო არსებათ იგივდება. კვლევებმა კი დაადგინეს, რომ მსხვერპლშეწირვამდე ერთი წლით ადრე ბავშვებს კვებავდნენ ელიტალური საკვებით: სიმინდითა და ლამას გამხმარი ხორცით.


image
image


13
4976
31-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4976
  
2014, 10 სექტემბერი, 22:46
ვა.....კოკას ფოთლები მაგარი იყო.......
2014, 9 სექტემბერი, 2:41
ექსპერტები ასეთი მსხვერპლშეწირვის ფორმას ფაქტებიდან გამომდინარე შემდეგნაირად ხსნიან:

დნმ-ის ანალიზებმა და ექიმთა კვლევებმა დაადგინეს რომ მუმიფიცირებული გოგონა დაავადებული ყოფილა ფილტვის ინფექციით, კერძოდ ტუბერკულიოზის მსგავსი ბაქტერიით. ამიტომ ოჯახმა ყველაფერი იზრუნა იმისათვის, რომ გოგონა მომკვდარიყო მშვიდად და უმტკივნეულოდ, რაზეც მეტყველებს მის ორგანიზმში აღმოჩენილი სპირტის კვალი და პირის ღრუში კი კოკას ფოთლები.
2014, 11 აგვისტო, 17:01
საინტერესოა,რომ პერუსა და ჩილეს შორის მცხოვრები ინდიელთა ტომები,სხვა წეს ჩვეულებებს იყენებდნენ მსხვერპლშეწირვისას, უფრო სწორედ. მსხვერპლი აყავდათ პირამიდაზე, და იქ ხდებოდა მსხვერპლთშეწირვა, ობსიადინის დანით უსერავდნენ გულმკერდს ადამიანს,აგლეჯდნენ გულს,აგდებდნენ ფიალაში,შემდეგ კი კვეთავდნენ თავს და აგორებდნენ დაბლა,პირამიდის ძირისკენ,შეჯგუფებული ხალისაკენ, საინტერესოა რატომ მოიქცნენ ამგვარად,ამ გოგონების შემთხვევაში.......... თუმცა ველურებს რას გაუგებ.....
2014, 16 იანვარი, 18:36
მემგონი წესებს ვერ იცნობ შესაბამისად, სერიოზულად ვიღებ იმას, რასაც მკადრებ, მემგონი შენთვის არაფერი მიკადრებია და მითუმეტეს ცილი არ დამიწამია. სამძებროში რაიმე სტატიის სატაური ცაწერე და ნახავ რამდენ მსგავსს ამოგიშლის, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უფლებას არღვევს, საავტორო უფლების დარღვევა მაშინ იქნებოდა, თუ მე სიტყვა სიტყვით და სურათებსაც ანალოგს ავტვირთავდი, შესაბამისად სტატიის გამოქვეყნების დროს, როგორც ეს წესით ხდება ლინკი მივუთითე საიდანაც ვთარგმნე სტატია, ასე რომ სულ არ დამსიზმრებია ცხვედოს თუ სხვა ვინმეს აქ მსგავსი ეწერა. გასაგებათ ვსაუბრობ მემგონი და შენი აზრები შეინახო აჯობებს, მე შენს ნაშრომებს არანაირად არ ვეხები და არ გმართებს ასეთი მიმართება ჩემთან, ეს რომ 4,41 წესების დარღვევა ყოფილიყო, აქამდე დამიბლოკავდნენ, თუ გინდა სცადე, მაგრამ გარწმუნებ, თავად ამოყოფ თავს ტყვეობაში.
2014, 16 იანვარი, 18:31
ძალიან სერიოზულად იღებ ჩემ კომენტარს არავის არ ვიცავ, უბრალოდ არ მომწონს როცა სხვის უფლებებს არღვევენ და ან შენ დაარღვიე ამავე საიტის 4,41 მუხლი რაც კრძალავს საავტორო უფლებების დარღვევას ან ამან http://www.intermedia.ge/სტატია/32287-500-წლის-წინ-გაყინული-გოგონა/53/
2014, 16 იანვარი, 18:28
იცი რას გეტყვი ჩემო კარგო? ეგ სტატია როდესაც ატვირთა ცხვედომ, მე მაგ დროს საიტზე დარეგისტრირებულიც არ ვიყავი, მაისის ბოლოდან ითვლება ჩემი აქ მოღვაწეობა და პირველად წააწყდი აქ იმ ფაქტს, რომ ვიღაცას ერთნაირი სტატია უწერია? წყაროც მაქვს მითითებული საიდან დავწერე და ორივეს ტექსტს თუ წაიკითხავ, მიხვდები რომ საერთო აქვთ, მაგრამ არა მსგავსია. როცა გადავაწყდი ერთ-ერთ რუსულ საიტზე ამ სტატიას, მაშინ დავწერე, მანამდე ვის რა ეწერა, ეგ არც ვიცოდი არც მაინტერესებს, თუ არ გინდა ნუ წაიკითხავ და ნუ დააკომენტარებ. ხცვედოს კი შენი დაცვა არ ჭირდება, საკმარისი ენა აქვს. (სულ შენი მოძიებულია რა:D ეს რა მომართვაა არ მესმის, რაიმე პირადი იაღლიში გაქვს ჩემთან? რა პრეტენზიებით გადმოხვედი შეტევაზე არ მესმის)
2014, 16 იანვარი, 18:22
http://www.intermedia.ge/სტატია/32287-500-წლის-წინ-გაყინული-გოგონა/53/
2014, 16 იანვარი, 18:20
ვერ გავიგე!
2014, 16 იანვარი, 18:18
სულ შენი მოძიებულია რა :D
2014, 7 იანვარი, 22:50
მეგონა სრულფასოვნად მეწერა სტატია, თურმე შევსებას საჭიროებს :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10