x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება
image
ინგრედიენტები:

ნამცხვარი ("პეჩენია")-72 ცალი

ხაჭოს მასა (ან იოგურტი)-500 გრამი

არაჟანი-500 გრამი


კარაქი-100 გრამი

რძე-1 ჭიქა

ვანილი

შოკოლადი-მოსართავად


მომზადება:

დარბილებული კარაქი, ხაჭოს მასა და არაჟანი ავთქვიფოთ ერთად.დავამატოთ ვანილი დანის წვერით.

ნამცხვარი დავალაგოთ ლანგარზე ერთმანეთთან მჭიდროდ:3-სიგანეზე, 4-სიგრძეზე. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თანაფარდობით მოათავსოთ ნამცხვარი, მაგრამ დაწყობის წინ წამით ჩავუშვათ დამტკბარ რძეში. როცა ერთ ფენას დავაწყობთ, წავუსვათ კრემი, შემდეგ დავაწყოთ ნამცხვრის მეორე ფენა, ისევ კრემი და ასე შემდეგ.

image

თავზეც წავუსვათ კრემი და გვერდები ლამაზად შემოვუსწოროთ. თავზე დავახეხოთ შოკოლადი. დავაცადოთ 3-4 საათი, რომ კრემი კარგად გაებრჯნას.

მიირთვით გემრიელად!

image

2
1525
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1525
  
2014, 5 იანვარი, 23:48
კი, კარგია:)
2014, 5 იანვარი, 23:31
უგემრიელესია
0 1 2