x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96717
  • ვიდეო:343726
  • სურათი:458608
როგორ გავწმინდოთ ვერცხლის ნაკეთობები სახლის პირობებში

image
imageimageimage

ვერცხლის ნაკეთობების გასუფთავების ყველაზე გავრცელებული და იოლი ფორმა ნიშადურის სპირტით გასუფთავებაა.ნიშადურის 10%–იან სპირტში 10-15 წუთით ვაწყობთ ვერცხლის ნივთებს და ჩვეულებრივად ვრეცხავთ და ვაშრობთ.


ვერცხლის გასასუფთავებლად ლიმონის მჟავასაც იყენებენ.ამისათვის საჭიროა ერთ ლიტრიან ქილაში ჩავასხათ ნახევარი ლიტრი წყალი და ასი გრამი ლიმონის მჟავა.ამ სითხეში ვათავსებთ დაბინძურებულ ვერცხლს და ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წუთს.შემდეგ ამოვიღებთ ვერცხლს და ჩვეულებრივი წლით გავრეცხავთ.შეგიძლიათ სოდიან წყალშიც გარეცხოთ.


ამბობენ, კოკა-კოლაში თუ ჩაყრით ვერცხლის სამკაულებს და 3-4 წუთით ადუღებთ, სიბინძურე ადვილად მოშორდებაო, ვერცხლს...ასევე ამბობენ, ტუჩსაცხით ვერცხლის დაფარვის შემდეგ კბილის ჯაგრისით გახეხვაც ეფექტურიაო.თუმცა არასდროს არ მიცდია ვერცხლის ამგვარად გასუფთავება.


ვერცხლის გასასუფთავებლად მარილსაც იყენებენ.200 მლ წყალში თუ ერთ ჩაის კოვზ მარილს ჩავყრით და ვერცხლს შიგნით მოვათავსებთ რამდენიმე საათით, შემდეგ 4-5 წუთით დუღილიც საკმარისია იმისათვის, რომ ვერცხლის ნაკეთობას სისუფთავე და ბზინვარება დაუბრუნდეს.

2
3219
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
3219
  
2014, 6 იანვარი, 0:16
ამის დაწერა მინდოდა,სოდაა ყველაზე კარგი
2014, 5 იანვარი, 19:59
ყველაზე ცნობილი საჭმელი სოდით გაწმენდაა, რომელიც ამ ყველა პროცედურის შემდეგ ვერცხლს გაპრიალებისთვის ჭირდება. თეტრდება ამ პროცედურების შემდეგ და ერთგვარი ვერცხლის "ჟანგი" შორდება, მაგრამ არ პრიალდება. გაპრიალებისთვის კი ყველაზე კაი საშუალება სოდით გაწმენდაა.
0 1 2