x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
შოკოლადის ტორტი კოკა–კოლით (მაშას რეცეპტებიდან)
image

ახლა ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, შემოგთავაზებთ ძალიან ადვილად მოსამზადებელ უგემრიელესი ტორტის რეცეპტს.ამ გემრიელი"შოკოლადის ტორტის" მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი

ინგრედიენტები:


*1 1/3ჭ.–პ/ფქვილი.


*1ს.კ–შაქარი

*1/2ჩ.კ.–სოდა

*1მწიკვი–მარილი

*120გრ.–ნაღების კარაქი

*2ს.კ–კაკაო

*3/4ჭ–კოკა-კოლა

*1–კვერცხი

*1/2ჭ.–კეფირი

*1შეკვრა–ვანილის შაქარი


მინანქრისთვის:

*3/4 ჭ.ცხიმიანი ნაღები

200გრ.–მწარე შოკოლადი


მომზადება:

1)ღუმელი ჩავრთოთ წინასწარ 175გრადუსზე.

2)ჯამზე ავურიოთ გაცრილი ფქვილი, მარილი, შაქარი და სოდა.

3)ქვაბში როელიც დაბალ ცეცხლზე გვიდგას, ავურიოთ კოკა-კოლა, გაცრილი კაკაო და კარაქი და ვურიოთ მანამ, ვიდრე არ გადნება.

4)კარაქიანი მასა გადმოვასხათ ფქვილიან ჯამზე და მოვურიოთ კარგად გაერთიანებამდე.

5)ცალკე ჯამზე ავთქვიფოთ კვერცი ვანილთან და კეფირთან ერთად, შევურიოთ პირვანდელ მასას და გავაერთიანოთ.

6)ფორმაში ჩავაფინოთ ნამცხვრის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და ვაცხობთ 35–40 წუთი.

მზადყოფნის შესამოწებლად ხის ჩხირი უნდა ჩავუშვათ ნამცხვრის ცენტრში და თუ მშრალი იქნება, ტორტიც მზადაა.

გამოვიტანოთ და გავაცივოთ.შეგვიძლია გავჭრათ შუაზე და მინანქარი ორივე ფენას მოვასხად.ან არ გავჭრათ და მინანქარი მოვასხათ მხოლოდ ზემოდან და გვერდებზე.შეგვიძლია შუაში გამოვიყენოთ მოხარშული შედედებული რძის კრემიც.

მოვაზადოთ მინანქარი:ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და დავასხათ დამტვრეულ შოკოლადს, გავაჩეროთ 2 წუთი და შემდეგ კარგად ავურიოთ გაერთიანებამდე და მოვასხად ჩვენს ტორტს.

ცოტა ხანს გააცივეთ მაცივარში და ...


მიირთვით გერიელად!image



ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!



თქვენი მაშა

0
195
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0