x
image
worldsport.ge
დავიდ დე ხეა: “საშობაოდ მაყურებელს საფეხბურთო სპექტაკლებს ვთავაზობთ”

image ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე “სუონსისთან” ჩასატარებელი ორთაბრძოლის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ ბლიც-ინტერვიუ მისცა MUTV-ს. პირენელმა გოლკიპერმა სადღესასწაულო დღეების გადატვირთულ გრაფიკზე, საკუთარ და გუნდის თამაშსა, აგრეთვე დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
- სადღესასწაულო დღეებში მეტად გადატვირთული საასპარეზო გრაფიკი გქონდათ. არ თვლით, რომ ამგვარი სათამაშო განრიგი მეტისმეტად მომქანცველია?
- მოკლე პერიოდში მართლაც ბევრი პრინციპული შეხვედრა ჩავატარეთ. ცხადია, უმჯობესი იქნებოდა, მატჩის წინ დასვენების და ძალის აღდგენის მეტი დრო რომ გვქონოდა. მეორეს მხრივ, შობა ბრწყინვალე დღესასწაულია და მშვენიერი შანსი გვეძლევა იმ ბიჭუნებსა და გულშემატკივარს, რომლებიც სეზონის განმავლობაში ჩვენ ასპარეზობებზე დასწრებას ვერ ახერხებენ, დასვენების დღეებში კარგი საფეხბურთო სპექტაკლები შევთავაზოთ.
- პირადად საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?
- “მანჩესტერ იუნაიტედის” სრულფასოვანი წევრი გავხდი და არც საკუთარი გამოსვლით გახლავართ უკმაყოფილო. ამასთან, ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ და ვსწავლობ, რათა სამეკარეო სრულყოფას მივუახლოვდე. იმედია, მაღალ დონეზე თამაშსაც განვაგრძობ და ძირითად შემადგენლობაშიც მუდმივად ვითამაშებ.
- გუნდის საამსეზონო გამოსვლაზე რას გვეტყვით?
- საწყენია, “ტოტენჰემთან” საშინაო მატჩში რომ დავმარცხდით. მთლიანობაში ვთვლი, რომ ცუდად არ გამოვდივართ. თავდადებით თამაში უნდა გავაგრძელოთ და სასურველი შედეგიც არ დაახანებს.
- კვირას “სუონსის” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე შეხვდებით. ინგლისში ჩამოსვლამდე ამ ტურნირის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია გქონდათ?
- ვიცოდი, რომ ამ შეჯიბრებას მრავალწლიანი ისტორია აქვს და მისი მოგება მეტად პრესტიჟულია. თუკი თასს მოვიგებთ, გულშემატკივარსაც გავახარებთ და თავადაც კმაყოფილები დავრჩებით.
- უელსელებს საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” მასპინძლობთ. მოახერხებთ “სუონსის” ძლევას?
- ერთგული ქომაგების მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოგებისთვის ვითამაშებთ, თუმცა, ”სუონსი” რთული მოწინააღმდეგეა და რთული მატჩი გველის.

გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0