x
image
მაიაცხვედიაშვილი
როგორ გავწმინდოთ ოქრო სახლის პირობებში

imageimageimage
ოქროს სამკაულები ხშირად ბრწყინვალებას კარგავს და ზოგჯერ შავდება კიდეც.მათ გასაწმენდად რომ ოქრომჭედელთან სიარულში არც დრო დაკარგოთ და არც ფული, გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლის მიხედვითაც თვითონვე შეძლებთ, დაუბრუნოთ თქვენს სამკაულებს ბრწყინვალება და სისუფთავე.


თუ ოქროს სამკაული უბრალოდ ისე აღარ პრიალებს, როგორც ახალი, შეგიძლიათ ღამით შაქრიან თბილ წყალში დატოვოთ.დილით კი ჩვეულებრივი წყალი გადაავლოთ და მშრალი ტილოთი გააპრიალოთ.წყალში შაქრის რაოდენობა 2-3 ჩაის კოვზი საკმარისია.


თუ ოქროს ნაკეთობა ძალიანაა დაბინძურებული, ერთი ამპულა პერეკისი, ერთი ამპულა ნიშადური, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და ცოტა სარეცხი ფხვნილი მოათავსეთ ჭიქაში, ჩადეთ შიგნით ოქროს სამკაული და 5 წუთით გააჩერეთ.ამოიღეთ და ჩვეულებრივი წყლით გარეცხეთ.კარგად გააშრეთ და სამკაულიც გასუფთავდება.

0
1914
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
1914
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0