x
image
worldsport.ge
ბობ ბრედლი ნორვეგიაში იმუშავებს

imageაშშ-ს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბობ ბრედლი მუშაობას ნორვეგიაში გააგრძელებს.
55 წლის სპეციალისტი, რომელმაც ამერიკელები 2010 წლის მუნდიალის 1/8-ფინალში გაიყვანა, “სტაბეკს” უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კლუბი ნორგვეგიული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში შარშან აღზევდა.
ბრედლი ბოლოს ეგვიპტის ნაკრებში მუშაობდა, მაგრამ კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს, ვინაიდან გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა.
2012 წლის ნოემბერში, ბრედლის ხელმძღვანელობით ეგვიპტის ნაკრებმა თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩატარებული ამხანაგური მატჩი 0:0 დაასრულა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0