x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ვისაც ცუდი მეხსიერება აქვს– წაიკითხოს.ცრემლებამდე იცინებთ!

image

ნამცხვარს ვაცხობდი.გამოვიტანე ღუმელიდან, შევამოწმე თუ მზად იყო, აკლდა გამოცხობა, ისევ უკან შევაბრუნე და სამზარეულოდან გავედი.10 წუთის შემდეგ კვლავ ვაღებ ღუმელს და ...ნამცხვარი არ არის.მარტო ვარ სახლში.ფრთხილად ვხურავ კარებს დაბნეული, მერე კვლავ ვაღებ.არაა...ვიხსენებ შეზოფრენიის ყველა ნიშნებს რაც კი გამიგონია.ყოველი შემთხვევისთვის გავდივარ სამზარეულოდან.აღარ ვიცი რა ვიფიქრო.ცოტახანში ისევ უკან ვბრუნდები და ისევ ვაღებ ღუმელის კარს.ისევ არაფერია.

შემდეგ სარკესთან მივდივარ და ჩემს თავს ვათვალიერებ.გარეგნულად ვერანაირ ცვლილებას ვერ ვამჩნევ.ვკრიბავ კომპიუტერზე–გუგლში საძიებელს:"ღუმელიდან გაქრა ნამცხვარი".ვხვდები რასაც ვაკეთებ სისულელეა.ხელზე ვიჩქმიტე–რეაქცია მაქვს, ესეიგი არ მესიზმრება.ჩემს თავს ვეუბნები:"სვეტა შენ ზრდასრული ჭკვიანი ქალი ხარ.დაფიქრდი სად უნდა გამქრალიყო ნამცხვარი?"ვიფიქრე მეზობლებზეც, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ნამცხვარი.აივანი ღიადაა, შევხედე, აქ ვერავინ ამოძვრებოდა.მივდივარ ისევ სამზარეულოში, სრული ფსიქიკური აშლილობით.რატომღაც გამახსენდა "საიდუმლო მასალები"...წარმოვიდგინე უცხოპლანეტელი რომელიც მიირთმევდა ჩემს ნამცხვარს თეფშზე დადებულს და ვიწყებ განრისხებას...ვსვამ ერთ ჭიქა წყალს.ვაღებ ჭურჭლის სარეცხ მანქანას, რომ ცარიელი ჭიქა შევდგა შიგ და...რას ვხედავ...ჩემი "აორთქლებული"ნამცხვარი სასიამოვნოდ მიცქერის...






22
3392
10-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
3392
  
2017, 23 დეკემბერი, 21:46
კაი ხნის ამბავია. ნავთლუღიდან მოვდიოდი მეტროთი. სადგურის მოედანი ისე გავიარე, არ გამიგია, რაღაცაზე ვფიქრობდი. უცებ მესმის: შემდეგი სადგური "გოცირიძე"! არა და "გოცირიძე" საბურთალოზე მეგულებოდა. ვიფიქრე, ნამდვილად ვერ ვარ კარგად, სადგურის მოედანზე ჩავედი, საბურთალოს ხაზზე გადავედი და არ მახსოვს! დამბურძგლა. უცებ მატარებელი მიწიდან ამოვიდა და მივხვდი, რომ "ელექტროდეპოს" დაარქვეს "გოცირიძე". იდიოტივით სიცილი ამიტყდა.
2016, 24 ოქტომბერი, 13:24
მე სულ სათვალეს ვეცებ რომელიც თავზე მაქვს
2014, 14 იანვარი, 19:45
ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.ასე ყველას გვემართება:D
2014, 14 იანვარი, 19:32
მე ტელეფონს ვკარგავ ხოლმე და ზარის გაშვებით ვპოულობ :D
2014, 8 იანვარი, 0:15
ვერც ვერაფერს სამწუხაროდ
2014, 8 იანვარი, 0:14
საფიქრალი არა მხოლოდ თქვენ, არამედ ყველას ბევრი გვაქვს რას იზამ :)
2014, 8 იანვარი, 0:04
ნეტა მართლა არაფერზე მეფიქრებოდეს :)
2014, 8 იანვარი, 0:00
ჩემს შემთხვევაში სკლეროზს ვერ დავაბრალებთ. თუ არაფერზე ფიქრობ და მსგავსი რამ გემართება ამ შემთხვევაში კი ბატონო :)
2014, 7 იანვარი, 23:38
ალბათ სკლეროზის ნაადრევ გამოვლინებაა :)
2014, 7 იანვარი, 23:34
ქალბატონ რუსუდანს დავეთანხმები. მსგავსი რამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაგემართოს განსაკუთრებით მაშინ როცა სხვა რაღაცებზე ფიქრითა დაკავებული ჩვენი თავი, ამ დროს ინსტიქტურად ვმოქმედებთ, გადავდივართ იმაზე რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ხშირად მითქვია ჩაის გავიკეთებ თქო, მაგრამ გავიხედავ, რომ ყავა მომიდუღებია!! What the hell is it?! ვეკითხები ჩემ თავს :D მე ჩაი მინდოდა!!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10