x
image
აბრაგი
მეგრელები

ის ავად სახსენებელი დროა. ორი მეგრელი ღამით ქუჩაში მიდის. ჩაბნელებულ კუთხეში სამი შეიარაღებული ნიღბიანი დახვდათ:

– აბა‚ ჩქარა‚ ფული‚ ძვირფასეულობა‚ საათი!..

ერთი მეგრელი მიუბრუნდა მეორეს:

– ჯიმა‚ კი არ დამვიწყებია‚ შენი 300 დოლარი რომ მმართებს! აგერ‚ ა‚ მოწმეების წინ გაძლევ...






ძუკუმ კასპაროვს ჭადრაკში 4:0 მოუგო.
დაესივნენ ჟურნალისტები და ეკითხებიან:
- ბატონო ძუკუ, როგორ მოახერხეთ კასპაროვის
ასეთი დამარცხებაო?
- ჩქიმი ჯიმა, ცოცხალ ცხენებს ვიპარავდი და
მაგის ხის ცხენებს ვერ მოვიპარავდი?!






მეგრელი ღამის სამ საათზე დაბრუნდა სახლში. ცოლის რისხვა რომ აეცილებინა თავიდან‚ საძინებელში ძალიან ფრთხილად შევიდა და საათის ისარი უკან გადასწია. გამოეღვიძა ცოლს და მაშინვე დაიწყო ყვირილი:

– ნახე‚ რომელი საათია‚ აქამდე რას აკეთებდი?

– რა რომელი საათია? ჯერ თორმეტიც არ არის...

ცოლმა შეხედა საათს და მოლბა:

– რამე ხომ არ გინდა?

– წყალს თუ მომიტან...

ცოლი სამზარეულოში გავიდა‚ წყალი ჭიქაში დაასხა‚ მაგრამ ამ დროს თვალი მოკრა‚ სამზარეულოს საათი სამს უჩვენებდა და სასწრაფოდ გავარდა საძინებელში. ქმარი მომზადებული დახვდა‚ საათისკენ გაიშვირა ხელი და ეუბნება:

– სად ხარ ქალო ამდენ ხანს?! ერთი მითხარი, წყლის მოტანას სამი საათი რად უნდოდა?!

0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0