x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვაჟიშვილობის დაკარგვა ქართულად
მარინა გურჯაანში ცხოვრობდა, სულ 37 წლის იყო და ქმართან სექსი უკვე აღარ ქონდა. გოდერძის გარიგებით მიათხოვეს 21 წლის წინ. უკვე სამი შვილი ყავდათ: ნინო _ 19-ის (პირველი ბიჭი მოეშალა), ნონა _ 15-ის და ნაბოლარა ნოდო, ბაბუას სეხნია _ 11-ის. გოდერძი 52-ის იყო და ლიმონათების ცეხი ქონდა. ნინო წნორის ინსტიტუტში სწავლობდა პედაგოგიურზე იმ იმედით, რომ მომავალ წელს ჯავახიშვილში გადაიტანდა საბუთებს, ნონას ჯერ სკოლა არასდროს არ გაეცდინა და ქიმიის და რუსულის გარდა ყველაფერში ათიანი ყავდა (გერმანულიც კი უჭირდა ცოტა, მაგრამ მარინამ თავის დაქალთან მიიყვანა მოსამზადებლად), ნოდოსთან სკოლა, აბა, რა სახსენებელია _ თვალი ერთიანად გართობაზე ეჭირა, მაგრამ დახეთ ხიფათსა! ორი წლის წინ ფეხი მოიტეხა და ცოტას კოჭლობდა.


თავიდან მარინა მორბენალ სტრიქონში გამოვლენილ სექსუალურ ფანტაზიებზე ღიზიანდებოდა, მერე დააინტერესა და ერთხელ თერთმეტწუთიანი წერის შემდეგ თვითონაც კი გააგზავნა მესიჯი: „ვარ 37 წლის. ფარული ურთიერთობებისთვის გავიცნობდი სიმპათიურ მამაკაცს“.


მეოთხედი სამტრედია ღამის 11 საათიდან გაშვებულ მორბენალ სტრიქონზე იხოცებოდა სიცილით, მეოთხედი _ აღშფოთებას ვერ მალავდა, შემდეგი მეოთხედი _ ანძრევდა და ბოლო მეოთხედი მითითებულ ნომრებზე რეკავდა. მე განკერძოებული განსაზღვრებასავით არცერთ quarter-ს არ მივეკუთვნებოდი, სანამ ერთხელ ერთდროულად პირველ და მეოთხე მეოთხედში არ ამოვყავი თავი: ჯერ გადავბჟირდი და მერე რატომღაც დარეკვა გადავწყვიტე. მაშინ 15-ის ვიყავი და გადავწყვიტე, მაქსიმალურად სიმპათიური მამაკაცის ხმა მიმეღო. ასე გავიცანი მარინა…


რომ დავასრულო, ალბათ, ნორმალური მოთხრობა გამოვა, როგორ სრულდება გმირების შეხვედრა ჩვენი მზიური სამშობლოს დედაქალაქში, კერძოდ, გლდანულაში, მაგრამ, მოდით, უბრალოდ „საზოგადო ჭირზე“ დავწერ:



საქართველოში სექსუალური ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესოა. უფრო საინტერესო კი ვაჟიშვილობის დაკარგვის ”საუკუნოვანი” ტრადიციაა. ჩვენთან აუცილებელია, რომ მამრმა ვაჟიშვილობის დაკარგვის შემდეგ გამოიცვალოს ბევრი პარტნიორი, ”გაიგულავოს” მეძავებში და შემდეგ შეირთოს ქალწული, სპეტაკი და ნამდვილი ოჯახისშვილი გოგო. პარადოქსია, რომ გოგოებს ქალიშვილობისკენ მოუწოდებენ და თავად კი ბევრი სექსი უნდათ (ნეტა ვისთან, თუ გოგოებს თავშეკავებას ავალდებულებენ?). ააა, მართალია, სექს-მუშაკებთან. სწორედ მეძავებთან ვაჟიშვილობის დაკარგვაა პირველ ადგილზე ქართულ რეალობაში. ძირითადად ამ სასიქადულო მისიას (ვაჟიშვილის ”ბოზებში” წაყვანას) ვაჟის ბიძა ან უფროსი ”ბრატი” იღებს საკუთარ თავზე. ამას კი ძალიან ხშირად ცუდი პირველი სექსი მოყვება, რაც შეიძლება სამუდამოდ გაჰყვეს ბიჭს და პრობლემებიც კი შეუქმნას. რატომ?


1) საშუალო სექს-მუშაკს, რომელსაც ქართველები მიმართავენ, ბევრი არაფერი გაეგება სექსის და მითუმეტეს ვერ უზრუნველყოფს პირველი სექსის განსაკუთრებულობას, ის თავის კლიენტს უდგება როგორც ჩვეულებრივ, მორიგ მამაკაცს და სულ არ ფიქრობს მის გრძნობებზე;


2)ბიჭისთვის პირველი სექსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა მის ცხოვრებაში, ეს არის არა მარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ ფსიქოლოგიურად ”კაცად” გახდომის რიტუალი და შესაბამისად, დიდია მოლოდინი და ასევე დიდია იმედგაცურება, როცა ეს მეძავთან ხდება.


მეორე ყველაზე გავრცელებული ვაჟიშვილობის დაკარგვა (როგორც ქალიშვილობის) არის ქორწინება. პირადად მე საკმაოდ ბევრი წყვილი ვიცი, რომელთა ასაკი 14-დან 16 წლამდე მერყეობს და თავის გადაწყვეტილებას დიდი სიყვარულით ხსნიან და სამწუხაროდ, ამ წყვილების 80 % განშორებით ამთავრებს თანაცხოვრებას. აქაც დაახლოებით იდენტური სიტუაციაა, მოძალებულ ვნებებს და სექსის სურვილს ოჯახური სირთულეები მალევე კლავს და რჩება კიდევ ერთი მარტოხელა დედა და ალიმენტებაკიდებული ბიჭი.


ბოლო დროს ძალიან აქტუალურია სოციალური ქსელებით, თუ გაცნობის საიტებით სექსუალური პარტნიორის მოძებნა. აქ ახალი ტიპის პრობლემები იჩენს თავს, ანუ არასწორი აღქმა მომავალი პარტნიორის, რაც ანონიმურობის ბრალია ხოლმე. გამიგია ისტორიები უკვე შეხვედრაზე მისული ბიჭის შეშინებული გამოქცევის, როცა იქ 18 წლის გოგოს ნაცვლად პედოფილი დეიდა დახვედრია. ნეტში გაცნობის ოქროს კანონია, რომ ქალს ანონიმურობა შეუძლია, რომ არ “გაუბაზრდეს”, ხოლო ბიჭი, პირიქით, ბოლომდე შლის კარტებს.
მაგალითები უამრავია და შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და იქ გავაგრძელოთ მსჯელობა.

1
2255
1-ს მოსწონს
ავტორი:გასტო
გასტო
2255
  
2014, 6 იანვარი, 12:54
ქალწულობა როგორც ქალებშია ისევე წესიერ კაცებშია და მას უფრთხილდებიან და მეძავებს არ ურიგებენ და მხოლოდ მომავალი მეუღლისთვის ინახავენ( მორწმუნე მრევლს ვგულისხმობ) - ეტყობა რომ სტატიის ავტორი საეკლესიო სივრციდან შორს არის და არც სმენია ამის შესახებ !
0 1 1