x
image
მანჩო 777
არაჟნის ტორტი-იოლად მოსამზადებელი უგემრიელესი დესერტი
image
მასალა ცომისათვის:

არაჟანი-500 გრამი

კარაქი-200 გრამი

კვერცხი-2 ცალი


შაქარი-2 ჭიქა

1ჩ/კოვზი სოდა ძმრით

ფქვილი-3 ჭიქა

კაკაო-1 სუფრის კოვზი

ნიგოზი-1 ჭიქა


კრემისათვის:

არაჟანი-500 გრამი

შაქარი-1 ჭიქა

ვანილი-დანის წვერით


მომზადება:

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ დარბილებული კარაქი და არაჟანი, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დავამატოთ 1 სუფრის კოვზი კაკაო. თითოეული ცომი კიდევ გავყოთ ორ ნაწილად, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე. სულ გამოვა 4 ფირფიტა.

კრემისათვის გაციებული არაჟანი ავთქვიფოთ კარგად და დავამატოთ შაქარი და ვანილი. კრემი წავუსვათ ფენებს და თავზე მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გავაჩეროთ 5-6 საათი, რომ ფენები კარგად დალბეს.

მიირთვით გემრიელად!

5
538
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
538
  
2013, 29 დეკემბერი, 23:21
აუუ ფ :((
2013, 29 დეკემბერი, 23:12
მე დღეს 45 ტორტი დავკრემე და წარმოიდგინე, როგორ მენდომება მაგის ჭამა:D
2013, 29 დეკემბერი, 23:08
სურათზე არა თეფშე კი კარგად შევათვალიერებდი და ჩანგალას ვუჩხვლეტდი:D:D:D:D
2013, 29 დეკემბერი, 23:04
კი, ძალიან კარგია...თუმცა სურათზეც აღარ მინდა ტორტის დანახვა:D
2013, 29 დეკემბერი, 23:01
გემრიელი იქნება :)
0 1 5