x
image
worldsport.ge
“ტოტენჰემი” ვან გაალს ისევ იწვევს

imageანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლების შემდეგ, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ძებნას არ წყვეტს. ჯერჯერობით გუნდს ტიმ შერვუდი ავარჯიშებს, რომელსაც გასულ კვირას 18 თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს. თუმცა, ეტყობა, კლუბის თავმჯდომარეს დანიელ ლევის უფრო სახელიანი მწვრთნელის მიწვევა სურს. საუბარი იყო ჰოლანდის ნაკრების დამრიგებელ ლუი ვან გაალზე, მაგრამ ნიდერლანდელმა თავაზიანი უარი თქვა – ერთდროულად ორ ადგილზე ვერ ვიმუშავებო. ახლა ლონდონელებმა ტაქტიკა შეცვალეს და ვან გაალს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სთავაზობენ “უაით ჰარტ ლეინზე” გადაბარგებას. 62 წლის ჰოლანდიელს ჯერ არაფერი უპასუხია.

სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0