x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰალდენის ციხე, ყველაზე ჰუმანური ციხე მსოფლიოში. ნორვეგია

ყველაზე ჰუმანური ციხე მსოფლიოში.
ციხე ჰალდენი რომელიც ნორვეგიაშია, 10 წელი შენდებოდა.მის აშენებაში 30 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 1 მილიონი დოლარი დაიხარჯა ციხის კედლების მოხატვაში, ინსტალაციასა და სურათებში. გაიხსნა 2010 წელს.
ციხე გათვლილია 252 პატიმარზე, სწორედ ამ ციხეში იქნა მოთავსებული ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი.
ნორვეგიის კანონმდებლობით მაქსიმალური სასჯელი 21 წელია, ნორვეგიაში მიიჩნევენ, რომ ნორმალური პირობების შექმნით და სწორი დამოკიდებულებით მსჯავრდებულებისადმი, ყოფილი პატიმრები საზოგადოებას სრულფასოვან მოქალაქეებად დაუბრუნდებიან. ამიტომაც ეს ციხე სასტუმროს უფრო ჰგავს ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
თანამედროვე ტელევიზორი, აბაზანა და პატარა მაცივარი თითოეულ საკანშია.
ყოველ 10–12 საკანს გააჩნია საკუთარი სამზარეულო და ოთახი დასვენებისათვის. არცერთ საკანს არ გააჩნია გისოსები, რადგან ადმინისტრაციაში თვლიან რომ ამით ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებენ პატიმრებს.
დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მსჯავრდებულები დაკავებულები არიან სხვადასხვა წრეებში, ფერწერით დაწყებული და სპორტული წრეებით დამთავრებული.
ციხეს გააჩნია აგრეთე პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია პროფესიონალი ხმის რეჟისორით. ამ სტუდიაში მსჯავრდებულებს ასწავლიან გიტარაზე, პიანინოზე, დრამზე და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას. მსჯავრდებულებს ექცევიან როგორც სწავლის მოსურნე სტუდენტებს და არა როგორც დამნაშავეებს.
ციხის ეზო სანატორიუმის ეზოს უფრო ჰგავს ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებას. სარბენი და სასეირნო ბილიკები, ლამაზი დიზაინის სკამები, ხეების კორომი ისეა განლაგებული, რომ "დაჩრდილოს" ციხის შემოსაზღვრული პერიმეტრი დაცვითურთ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ციხე თანამედროვე ელექტრონული დაცვის სისტემებით და კვალიფიციური უსაფრთხოების სამსახურით, ერთერთი ყველაზე დაცული ციხეა მსოფლიოში.
მსჯავრდებულებს ისევე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს ადგილზევე ემსახურება მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი და თანამედროვე აპარატურით მოწყობილი კაბინეტები.
ციხის სამზარეულო–ლაბორატორიაში მსჯავრდებულებს ასწავლიან კულინარიის საფუძვლებს. ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ აქ მიღებული ცოდნით და პრაქტიკული გამოცდილებით განთავისუფლებულ მსჯავრდებულებს შეეძლებათ იმუშაონ მზარეულებად ან ოფიციანტებად.
სტატისტიკის მიხედვით ნორვეგიაში მსჯავრდებულების მხოლოდ 20 პროცენტი ხვდება განმეორებით ციხეში, როცა ეს მაჩვენებელი ინგლისში 60 პროცენტია.
გთავაზობთ სურათებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

imageimageimageimageimageimageimageimageimage









14
266
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
266
  
2013, 31 დეკემბერი, 17:37
გოდერძი მახარაშვილი–იუმორის ნაკლებობა არ "გაწუხებთ" ნამდვილად. :)))
2013, 31 დეკემბერი, 15:45
გლდანის ციხეს როგორა გავს,რა საოცრებაა
2013, 28 დეკემბერი, 23:22
ამიტომაც გამიკვირდა. :))
2013, 28 დეკემბერი, 23:21
აბა რას ამბობთ, ჩემგან ეგეთი საქციელი?:)
2013, 28 დეკემბერი, 23:17
ახლა გავიგე, მეგონა კოპირებაში მდებდით ბრალს და გამიკვირდა. :)
2013, 28 დეკემბერი, 23:15
მაგის გამო არ დამიდევს ლინკი, ვერ მიმიხვდით, მინდოდა მეთქვა, ნორვეგიელები ყველაზე ჰუმანურები არიან თქო პატიმრების მიმართ, ეს ჩემი სტატიიდანაც და თქვენიდანაც ჩანს თქო:)
2013, 28 დეკემბერი, 23:14
ვერ გავიგე ლინკის დანიშნულება. მე სულ სხვა სტატია მაქვს ატვირთული და თან წყაროც მაქვს მითითებული საიტის სათანადო გრაფაში.
2013, 28 დეკემბერი, 23:10
როგორც ჩანს, ნორვეგიელები განსაკუთრებით ჰუნაური დამოკიდებულებით Gამოირჩევიან პატიმრების მიმართ:)
2013, 28 დეკემბერი, 23:10
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/43355-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%B0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-Bastoy-%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/19/
2013, 28 დეკემბერი, 22:59
ან მხოლოდ ერთ აზრს ატარებს და არ განასხვავებს
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10