x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გემრიელი ქათმის "კანფეტები" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ამ გემრიელი ქათმის რულეტის მოსამზადებლად დაგვჭირდება

შემდეგი ინგრედიენტები:


–ქათმის მკერდის ფილე–4ცალი


–მძიმე ყველი(ჰოლანდიური)–150გრ.

–ბულგარული წითელი წიწაკა–1ც.

–ოხრახუში და კამა–1პატარა შეკვრა

–მაიონეზი–100გრ.

–მარილი გემოვნებით

–სეზამი–4ს.კ


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

1.გავხეხოთ ყველი.წიწაკა და მწვანილი კი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ.გულსართიც მზადაა.

2.ქათმის ფილე დავბეგვოთ, წავუსვათ მაიონეზი და გავაჩეროთ 40 წუთის განმავლობაში.შემდეგ კი დავაყაროთ ცოტა მარილი.

3.თითოეულ ფილეს თანაბრად მოვაყაროთ გულსართი, გადავახვიოთ რულეტივით და ცალ-ცალკე გავახვიოთ ფოლგაში და შევდგათ აერღუმელში 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში.

4.შემდეგ გავხსნათ ფოლგა, მოვაყაროთ სეზამი და ისევ შევდგათ ღუმელში 10–15 წუთით გადასაბრაწად.

5.მიღებული რულეტიკები გაჭერით 4 ნაწილად და ...


image



მიირთვით გემრიელად!


თქვენი მაშა











0
119
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0