x
image
მანჩო 777
ტორტი "ბანანის სასწაული"
image
ინგრედიენტები


ბისკვიტისათვის:

კვერცხი-7 ცალი


შაქარი-7 სუფრის კოვზი

ფქვილი-8 სუფრის კოვზი

ვანილი-დანის წვერით


კრემისათვის:

ბანანი-2 ცალი

შესქელებული მოხარშული რძე-1 ქილა(380 გრამი)


მოსართავად: ნიგოზი, გახეხილი შოკოლადი, ხილი ან რაც თქვენ გსურთ.


მომზადება:

პირველ რიგში გამოვაცხოთ ბისკვიტი: კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავამატოთ შაქარი და გულები, ფრთხილად დავაცრათ ფქვილი და ვანილი და მოვურიოთ ხის კოვზით ან სპეციალური სილიკონის ნიჩბით. ცომი ჩავასხათ ყალიბში(22-25 სმ დიამეტრის) და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 30-35 წუთი.

მზა ბისკვიტი გავაგრილოთ.

image

მოვამზადოთ კრემი: ბანანი გავხეხოთ ან დავაბლენდეროთ და შევურიოთ მოხარშულ შესქელებულ რძეში.

image

ბისკვიტი გავჭრათ ორ ან სამ ნაწილად და წავუსვათ კრემი. დავადოთ მეორე ნახევარი, შემდეგ მესამე და თავზე და გვერდებზეც წავუსვათ კრემი. მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით, დაჭრილი ნიგვზით ან რაიმე ხილით. დავდგათ მაცივარში 3-4 საათი.

image

მიირთვით გემრიელად!

2
402
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
402
  
2013, 24 დეკემბერი, 22:57
ეს დანამული არაა. რავი , ვისაც ბანანი უყვარს, მოეწონება ალბათ:)
2013, 24 დეკემბერი, 22:54
გემრიელად გამოიყურება.როგორ მიყვარს დანამული ტორტი
0 1 2