x
image
natia.a
"პორნო" საკვებით - ახალი მოდური ტენდენცია პირდაპირ ეთერში
image




















ეს შოუ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს და მასში ახალგაზრდა, მიმზიდველი ადამიანები იღებენ მონაწილეობას. თუმცა აქ არ არის არანაირი სიშიშვლე და სექსი, სამაგიეროდ არის ძალიან ბევრი საჭმელი! შოუს სახელწოდებაა "mok-bang", რაც ორი კორეული სიტყვის ("ჭამა" და "ტრანსლაცია") ნაზავს წარმოადგენს.


image


სამხრეთკორეულ ვიდეოპორტალზე Afreeca TV, რომელიც პოპულარული Youtube-ის ანალოგია, ამ ახალი უცნაური გართობის ნამდვილი ბუმია. ვიდეოპორტალის მომხმარებელბი უყურებენ, როგორ ჭამს რამდენიმე ადამიანი რაც შეიძლება ბევრ საჭმელს, და ხმას აძლევენ მათი აზრით საუკეთესოს.



image


image


ყველაზე პოპულარული "მჭამელი" ამ შოუში ცნობილია სახელით Diva. როგორც მან განაცხადა, იგი მოწყენილი იყო და სჭირდებოდა რაიმე ჰობი, ამიტომ გადაწყვიტა mok-bang-ში მოესინჯა ძალები. დღის მანძილზე იგი მუშაობს ერთ-ერთ ფირმაში, საღამოობით კი რამდენიმე საათის მანძილზე ჭამს პირდაპირ ეთერში. ჭამის დასრულების შემდეგ კი ისევ პირდაპირ ეთერში ესაუბრება მაყურებელს და პასუხობს შეკითხვებს.


image


Afreeca TV-ზე ამ "გართობით" შეიძლება საკმაო თანხაც გამოიმუშავოთ, რადგან იმ კანდიდატს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს, მაყურებელი აძლევს სპეციალურ ინტერნეტ ვალუტას სახელწოდებით Star Balloons, რომლის რეალური ფასი მერყეობს 1-დან 50 დოლარამდე. ასე რომ, ეს ცნობილი "მჭამელები" გარდა ჭამისა და პოპულარობისა, ასევე ფულსაც აკეთებენ.


image


ამ უცნაურ გართობაზე კომენტარები კი უკვე თქვენთვის მომინდია...

3
311
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
311
  
2013, 23 დეკემბერი, 16:50
ჯანსაღი საკვებია :))
2013, 23 დეკემბერი, 13:31
და რა არის მოსაწონი?! :))) ნეტა იმათ თავში ჩამახედა, ვინც ამ შოუს უყურებს და ხმის მიცემაშიც ფულს იხდის. :)))
2013, 23 დეკემბერი, 13:10
რაღაც ეს პროექტი არ მომეწონა.
0 1 3