x
image
მანჩო 777
"ტირამისუ"-საოცრად გემრიელი და ჰაეროვანი ნამცხვარი (ფოტორეცეპტი)
image
ინგრედიენტები:

ნალექიანი ყავა-50 გრამი

კვერცხის გული-3 ცალი

შაქარი-60 გრამი


რომი-40 გრამი

ნაღების ყველი "მასკარპონე"-350 გრამი

ნაღები 30-35 %-იანი- 250 მლ

შაქრის პუდრა-30 გრამი

კაკაო-30 გრამი

ბისკვიტის ნამცხვარი "სავოიარდი"-200 გრამი


მომზადება:

თასზე ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქრის პუდრა გათეთრებამდე.

image

გავაკეთოთ კარგი გოგლომოგლი და ფრთხილად შევურიოთ "მასკარპონეს" მიქსერის ნელი მორევით.

image

ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, რომელიც წინასწარ უნდა კარგად გავაციოთ მაცივარში.

image

მიღებული ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ და დავდგათ მაცივარში.

image

მოვამზადოთ მაგარი ნალექიანი ყავა 50 გრამი ყავისა, 1 ჭიქა წყლის და 60 გრამი შაქრისაგან, გავაციოთ და დავამატოთ რომი.

"სავოიარდის" ნამცხვარი წამით ჩავდოთ ყავის სიროფში და შემდეგ ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში, მოვფაროთ ფსკერი მთლიანად.

image

დავასხათ კრემის ნახევარი, შემდეგ ისევ მოვაწყოთ ნამცხვარი და ისევ კრემი, გადავასწოროთ თავზე ლამაზად და მოვაცრათ კაკაო. შევინახოთ მაცივარში 4-5 საათი. ტირამისუ მზადაა.

მიირთვით გემრიელად!

image

0
854
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
854
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0