x
image
მანჩო 777
დედა დათვმა შეუპოვრად დაიცვა თავისი შვილები გამძვინვარებული ვეფხვისაგან
image
ეს შემთხვევა ინდოეთში, რანტამბორის ეროვნულ პარკში მოხდა:დედა დათვი ზურგზე ორი პატარა ბელით წყლის დასალევად ნაკადულთან მივიდა. უცებ საიდანღაც უზარმაზარი ვეფხვი გაჩნდა, რომელსაც აშკარად ბელებზე თავდასხმა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მას შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია დედა დათვმა.

image

ბრძოლა დაახლოებით სამი წუთი გაგრძელდა, დედა დათვი მთელი თავისი ძალ-ღონით იცავდა თავის შვილებს.

ამ ბრძოლას თვალს ადევნებდა ტურისტების ჯგუფი. ისინი იმყოფებოდნენ მდინარის მეორე ნაპირზე და აქედან აპლოდისმენტებით და შეძახილებით ამხნევებდნენ დედა დათვს.


"ეს იშვიათი შემთხვევა იყო. არა მგონია, ბევრ ადამიანს ენახოს დათვის და ვეფხვის ასეთი შებრძოლება ველურ სამყაროში"-განაცხადა შემდეგ ერთ-ერთმა ტურისტმა.

image

ვეფხვი თავს ესხმის დათვს.


image

დათვმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს.


image

წაგებული ბრძოლის შემდეგ ვეფხვი იძულებული გახდა კუდამოძუებული გაბრუნებულიყო უკან.

image

საინტერესოა, რომ მთელი ბრძოლის განმავლობაში ბელები დედის ზურგს იყვნენ მოჭიდებულნი და ის წამითაც არ დაუტოვებიათ.

image

გაიმარჯვა რა მრისხანე მოწინააღმდეგეზე, დედა დათვმა ბელებთან ერთად დატოვა ნანახით განცვიფრებული ტურისტები.

image


რანტამბორის ეროვნული პარკი-ვეფხვების რეზერვაციაა და ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი პარკია ინდოეთში.

2
150
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
150
  
2013, 21 დეკემბერი, 23:03
ყველა დედას უყვარს თავის შვილი:)
2013, 21 დეკემბერი, 22:45
ვაიმეე პატალები როგორი შაყვარლები არიაან ^^ და ფუმფულები ^^ ძალიან კარგი დასარულია მომეწონა :-) საძაგელი ვეფხვი
0 1 2