x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელი სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი, მოსკოვში ლოთობისათვის დაითხოვეს სამსახურიდან.


image
აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი სამსახურიდან გაანთავისუფლეს მოსკოვში მივლინების დროს ლოთობის გამო.
სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი სამსახურიდან გაუშვეს ხმაურიანი სკანდალის მერე, რომელიც აგორდა გენერლის მოსკოვში მივლინებით ყოფნისას.
წელს ივლისის თვეში გენერალი მაიკლ კერი იქნა მივლინებით გაგზავნილი მოსკოვში დელეგაციასთან ერთად. რათა მიეღო მონაწილეობა ბირთული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სწავლებებში.
თუმცა გენერალმა ოფიციალური ვიზიტის დროს დაიწყო დალევა, იქცეოდა და ექცეოდა ყველას უდიერად, ამასთან ერთად ურთიერთობა გააბა საეჭვო რეპუტაციის ქალებთან.
გენერალმა სპირტიანი სასმელების მიღება ჯერ კიდევ გზაში დაიწყო, როდესაც ციურიხში დელეგაცია "გადაჯდა" მეორე თვითმფრინავში. ასევე გააგრძელა რუსეთის დედაქალაქში, გენერალი სამი დღის განმავლობაში ფხიზელი არ უნახია მისი დელეგაციის წევრებს. იგნორირებას უწევდა მასპინძელ მხარეს, ასევე უხერხულ სიტუაციაში აყენებდა ამერიკულ დელეგაციასაც. როგორც "Washington Post–ი" წერს: გენერალმა გაიცნო ორი უცხოელი ქალბატონი სასტუმროს ბარში, რომლებთან ერთადაც დაჰყო მთელი დღე, მიატოვა რა დელეგაცია. როგორც კი დაბრუნდა დელეგაცია შტატებში რუსეთიდან, პენტაგონის ხელმძღანელობამ დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის გამოკვლევა. გამოტანილი დასკვნების შედეგად გენერალი კერი სასწრაფოდ იქნა დათხოვნილი შეიარაღებული ძალებიდან, შეუსაბამო და გენერლისათვის მიუღებელი ქმედებების გამო.

0
40
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0