x
image
worldsport.ge
ზეედორფი “მილანს” შეუთანხმდა - გალიანი უარყოფს

imageჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი, ბრაზილიური “ბოტაფოგოს” ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი იტალიური “მილანის” ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და ზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის ჩაანაცვლებს.
ყოველ შემთხვევაში Sky Sport Italia-ს ცნობით, მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს და რადგან იტალიური კლუბის საქმეები არცთუ კარგად მიდის, ზაფხულში ალეგრის ადგილს დიდი ალბათობით ვეტერანი ჰოლანდიელი დაიკავებს, რომელიც მანამდე “ბოტაფოგოს” მაისურით თამაშს განაგრძობს და “ლიბერტადორესის თასის” გათამაშებაშიც მიიღებს მონაწილეობას.
თუმცა, ამ ინფორმაციას მალევე “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გამოეხმაურა და ზეედორფთან წინასწარი შეთანხმების გაფორმება კატეგორიულად უარყო.
“არ ყოფილა არანაირი მოლაპარაკება. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი ხდება” - განუცხადა მან Lancenet-ს.
სერია A-ში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ, “მილანი” 19 ქულით მე-10 ადგილზეა და ყოველი წარუმატებლობა ალეგრის პოზიციებს ასუსტებს. თავის მხრივ, 37 წლის ზეედორფი ათი წლის განმავლობაში (2002-2012 წლები) “მილანის” ფეხბურთელი იყო, ახლა კი, “ბოტაფოგოს” ღირსებას იცავს და ბრაზილიელები მას კონტრაქტის გახანგრძლივებასაც კი სთავაზობენ. “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურაც განიხილება, რომელიც კვირის დასაწყისში ლონდონის “ტოტენჰემიდან” დაითხოვეს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0