x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტორტი "ზანგის ღიმილი" (ფოტორეცეპტი)
image
მასალა:

შაქარი–260 გრამი

კეფირი–1/2 ლიტრი

კვერცხი–3 ცალი


ფქვილი–300–350 გრამი

კაკაო–2 სუფროს კოვზი

სოდა ძმრით–1 ჩაის კოვზი

მოხარშული შესქელებული რძე–1 ქილა

არაჟანი 15%–იანი–500 გრამი

ნიგოზი–1 ჭიქა

შოკოლადი მოსართავად–80 გრამი


მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხები შაქართან ერთად, დავამატოთ კეფირი, კაკაო, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვამზადოთ ცომი. ცომი უნდა იყოს სქელი დასასხმელი, ჰგავს ალადების ცომს.

image

ცომი გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ცალ–ცალკე 22 სმ დიამეტრის ყალიბში ცხიმწასმულ პერგამენტზე. ცხვება დაახლოებით 35–40 წუთი.

image

გავაციოთ კარგად და თითოეული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ესეიგი გამოვა სულ 4 ფირფიტა.

მოვამზადოთ კრემი: არაჟანში ავურიოთ მოხარშული შესქელებული რძე და დაჭრილი ნიგოზი.

image

image

წავუსვათ ფენებს კრემი და დავაწყოთ ერთმანეთზე, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვახეხოთ შოკოლადი.

image

მიირთვით გემრიელად!

7
2192
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2192
  
2021, 27 აგვისტო, 11:34
მოგესალმებით, შეგიძლიათ ნამცხვარი ,,მაკოცეს" რეცეპტი გამიზიაროთ? ვეძებ და ვერ ვპოულობ
2013, 20 დეკემბერი, 22:46
ჰოდა აი ეგ ძველებური ნამცხვარი ისე მოსწონთ ახლა, თითქმის ყოველდღე გვიკვეთავენ. მართალი ხარ, ბეზეს გამოცხობა იოლი არაა, სასურველია გაზში გამოცხვეს, დენის ღუმელში არცთუ ისე კარგად ცხვება.:)
2013, 20 დეკემბერი, 22:43
არ მახსოვს, ისე კარგი რო იქნება რა თქმა უნდა. მაგრამ მე ყოველთვის თავს ვარიდებ ბეზეს გამოცხობას, რამდენჯერმე ვცადე არასოდეს გამომივიდა:( ღუმელს ტემპერატურული რეჟიმი რომ არა აქვს იმას ვაბრალებ.
2013, 20 დეკემბერი, 22:40
ფხვიერი 2 ფენა და შუაში ბეზე გამომცხვარი, თეთრი მოხარშული კრემი და თავზე გლაზური, ზოგი ბეზეს აწყობდა ზემოდანაც. კიდევ ნიგოზი უნდა ბლომად.
2013, 20 დეკემბერი, 22:37
არაა, სახელით ვერ ვიხსენებ :(
2013, 20 დეკემბერი, 22:34
მე ამ ბოლო დროს ძველ რეცეპტებს ვიხსენებ და ხშირად ვაკეთებ ხოლმე, და ყველას მოწონს. ნამცხვარი "მაკოცე" გახსოვს?
2013, 20 დეკემბერი, 22:33
Старый, добрый :) მიყვარდა ბავშვობაში...
0 1 7