x
image
მანჩო 777
საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ
გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ჯანმრთელობის და მასზე ზრუნვის შესახებ, იმედია რომელიმე მათგანი მაინც გამოგადგებათ და გაითვალისწინებთ ცხოვრებაში.

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450–ზე მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს. ეს კუნძული ითვლება ყველაზე ჯანმრთელ ადგილად დედამიწაზე.

image


მწეველი ადამიანები ათჯერ მეტად იტანჯებიან სტრესისაგან, ვიდრე არამწეველები და ისინი, ვინც მოწევას თავი დაანებეს–ერთად აღებული.


image


ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან, ხშირად იტანჯებიან ქრონიკული დაღლილობის სინდრომით.

image


გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ძალიან სასარგებლოა ძილის წინ ჩახუტება, ეს აძლევს სხეულს და ტვინს მოდუნების საშუალებას და გვეხმარება დაძინებაში.

image


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოკოლადი ხელს უწყობს მათემატიკის ნიჭის ამაღლებას.

image


მარტოობა ასუსტებს იმუნურ სისტემას. მეგობრებსა და თქვენთვის ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ 60%–ით გააუმჯობესონ თქვენი იმუნიტეტი.

image


თუ ახალ ჭრილობაზე შაქარს დააყრით, ის ტკივილსაც შეამსუბუქებს და ჭრილობის შეხორცებასაც შეუწყობს ხელს.

image


ახლობლებზე დარდი და მონატრება ხშირად იწვევს უძილობას. თქვენგან შორს მყოფი ახლობელი ადამიანის არყოფნამ და მასზე ფიქრმა შეიძლება ხშირად გაგაღვიძოთ ღამით.

image


ალუბალს შეუძლია გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები.

image


დიეტური გაზიანი სასმელები ისევე ანადგურებენ კბილებს, როგორც კოკაინი.

image


ადამიანები, რომელბიც არასოდეს წუწუნებენ, ხშირად იტანჯებიან დეპრესიისა და სტრესისაგან.

image



მეცნიერებმა თუმცა შექმნეს ხელოვნური გული, მაგრამ მას არ შეუძლია პულსირება, ამიტომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხელოვნური გულის გადანერგვა.

image


15 წლის ინგლისელი დაუნიზმით დაავადებული ბიჭი ლაპარაკობს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და ლათინურ ენებზე, მას შეუძლია ვიოლინოზე დაკვრა და დაამყარა 6 რეკორდი დაუნიზმით დაავადებულთა კონკურსზე.

image


სტრესი სამართლიანად ითვლება "ჩუმ მკვლელად"–ის იწვევს გულის დაავადებებს, სისხლის წნევის მომატებას და ნაადრევ სიკვდლიანობას.

image


თუ თქვენ სახლში კატა გყავთ, მაშინ თქვენი გულის დაავადებების რისკი 40%–ით ნაკლებია.

image


"მკვლელობების სეზონი"–ეს ბრიტანელი მედიკოსების ტერმინია, ისინი ასე ეძახიან აგვისტოს თვეს, როცა საავადმყოფოებში ახალინსტიტუტდამთავრებული ექიმები მოდიან.

image


თუ თქვენ 4 საათზე ნაკლები ან 10 საათზე მეტი გძინავთ, თქვენ რისკის ქვეშ იმყოფებით და სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ ცხოვრების რეჟიმი.

image


ბანანის რძიანი კოქტეილი–შესანიშნავი საშუალებაა ნაბახუსევის წინააღმდეგ.

image


კომპანია "ბაიერმა" გაყიდა პრეპარატები, რომლებიც შიდსის და ცე–ჰეპატიტის ვირუსებს შეიცავდა, ამის გამო აშშ–ში ათეულათასობით ადამიანი შიდსით დაავადდა. როცა კომპანიაში გამოაშკარავდა, რომ ეს პრეპარატები ვირუსებს შეიცავდა, მათ ამერიკის ბაზრებიდან ამოიღეს ეს წამლები და აზიის ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებში გაყიდეს, რათა არ დაეკარგათ ფული.

image

3
200
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
200
  
2013, 21 დეკემბერი, 10:44
Bayerze. ნერვები მომეშალა: @ ნაგავი ხალხი.. . სტატია ძალიან კარგია
2013, 20 დეკემბერი, 21:27
შაქარზე მეც ვიცოდი, რომ ჭრილობას ახორცებს., აი კატებზე დაგეთანხმები, ვერაფრით ვერ ავიტან ბინაში ვერც კატას და ვერც ძაღლს.:)
2013, 20 დეკემბერი, 21:22
ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო. განსაკუთრებით წრილობაზე შაქრის დაყრამ დამაინტერესა, გავითვალისწინებ. აი კატას კი, 40%-ით კი არა, 100%-ით რომ შეამციროს ყველანაირი დაავადება, სახლში მაინც ვერ ავიტან, ვერ ვიტან ამ ცხოველს!:))
0 1 3