x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ბერენ საატი ულამაზესი თურქი მსახიობი.

imageბერენ საატი დაიბადა 1986 წლის 24 თებერვალს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სპორტსმენების ოჯახში. ის სწავლობდა ანკარის უმაღლეს კოლეჯში, რის შემდეგაც შევიდა სასწავლებლად ანკარის უნივერსიტეტში მენეჯმენტის სპეციალობაზე. ფლობს ესპანურ და ინგლისურ ენებს. გატაცებულია ვოკალით. სტუდენტობისას ბერენი მონაწილეობას ღებულობდა დამწყებ მსახიობთა შეჯიბრებში. ერთ-ერთ ასეთ კონკურსში გმარჯვების შემდეგ მას მისცეს თურქეთის ტელევიზიაში სადებიუტო როლი. ამის შემდეგ მას სხვადასხვა ტელესერიალებში აძლევენ მთავარ როლებს. ნამდვილ წარმატებას ბერეტმა მიაღწია "ბიხტერის" როლის შესრულებისას მაღალრეიტინგულ სერიალში "აკრძალული სიყვარული" ამ როლის შესრულებისთვის ბერეტმა 2009-2010 წლებში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჯული ჯილდო "ოქროს პეპელა" მიიღო. ამის შემდეგ მან მთავარი როლი შეასრულა ცნობილ სერიალში "უდანაშაულო"-ში. იგი გადაღებულია ასევე ტოფიტას, რექსონას, პათოსის რეკლამებში. ახლახან ცნობილი გახდა რომ ბერენი გახდება მთავარი გმირი ამერიკული სერიალის "შურისძიება" თურქულ ვერსიაში.
ბერენმა აღიარა, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნამდვილი სიყვარული იყო ეფესთან, რომელსაც 3 წელწადი ხვდებოდა. ეფე ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბერენი დაქორწინდა ბიულენტ ინალომზე, მასთან გაყრის შემდეგ ბერენს 2 წელი ჰქონდა რომანი რეჟისორ ლევენტ სემერჯისთან, მაგრამ წყვილები ერთმანეთს დასცილდნენ "უდანაშაულოს" გადაღებისას. ხმები დაირხა რომ ბერენმა რომანი გააბა სერიალის მთავარ გმირთან ემგინ აკიურეკთან. ამჟამად იგი ემზადება ცნობილ თურქ მომღერალ კონანდოღლუზე ქორწინებისთვის.
imageimageimageimageimageimageimage





0
1453
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:All.star
All.star
1453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0