x
image
lady.ge
წყვილების შეთავსება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვის ეწყობა ტყუპები?

image

ტყუპი ქალი ვერძი კაცი-ენერგიული, მხიარული და ხმაურიანი ოჯახის შექმნის წინაპირობას ქმნიან, თუმცა ამ ოჯახში ხშირი იქნება ალბათ კამათები და კინკლაობები. სამაგიეროდ მათი სახლის კარი მეგობრებისთვის მუდამ ღიაა.


ტყუპი კაცი-ვერძი ქალი-ტყუპი ერთერთი მეტნაკლებად კარგი პარტნიორია ვერძი ქალისთვის. მათ მუდამ ექნებათ სალაპარაკო და საჩხუბარი თემა, მოკლედ ერთად ეს ორი ნამდვილად არ მოიწყენს.





ტყუპი ქალი კურო კაცი-საკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელი კავშირია. თუ ტყუპი ქალი თავისი უთავბოლო საქციელით, ფინანსების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულებით და დიასახლისობის ცუად ცოდნით, ან უბრალოდ სიზარმაცით არ გამოიყვანს წყობიდან კუროს. ასევე მთავარია, გადამეტებული ლაქლაქით არ აატკინოს თავი, ჩვეულებრივ მშვიდ ხარს. სამაგიროდ, კურო უზრუნველყოფს მას გულუხვი სპონსორობით, რომლითაც ტყუპი ქალი კვირაში ათჯერ განაახლებს ხოლმე საკუთარ გარდერობს.


ტყუპი კაცი კურო ქალი- თუ ვინმეს ძალიან გაუჭირდება ამ კავშირში, ეს კურო ქალია. ტყუპი მამაკაცის ზედაპირული ხასიათი, გამუდმებით ცვალებადი ინტერესები და დაწყებული საქმეების შუა გზაზე მიტოვების ჩვევა, ბუნებით სტაბილურ, მოწესრიგებულ კურო ქალს ძალიან გააბრაზებს. თუმცა თანდაყოლილი მოთმინების წყალობით, შეიძლება მაინც აიტანოს გვერდით ასეთი არასერიოზული მამაკაცი.

ტყუპი ქალი კიბო კაცი-საკმაოდ ხშირი და ჩემი აზრით არცთუ ურიგო კავშირია. განსაკუთრებით თუ ეს ქორწინება გვიან ასაკში შედგება, მაშინ როცა ტყუპი ქალი თავგადასავლებისგან უკვე დაიღალა, კირჩხიბს კი ამ დროს საკმარისი ქონება და კაპიტალი აქვს დაგროვილი. იგი სიამოვნებით იყოლიებს გვერდით, ლამაზ და განათლებულ ცოლს. რომელსაც ერთი ნაკლი აქვს -ბევრი ლაპარაკი უყვარს.


ტყუპი კაცი კიბო ქალი-საკმაოდ რთული კავშირია, ბუტია და წყენია კირჩხიბს ძალიან რთულად ესმის ტყუპი კაცის ზედაპირულობა, უპასუხისმგებლობისკენ მიდრეკილება და არცთუ ერთგული ხასიათი. კიბო ბუნებით მესაკუთრეა, ტყუპს კი ვერანაირ ჩარჩოებში ვერ მოაქცევ, ეს იგივეა ჰაერს სდიო დასაჭერად.


imageტყუპი ქალი ტყუპი კაცი-საკმაოდ წარმატებული და კარგი კავშირია. ორივეს ესმის ერთმანეთის მოთხოვნილება შინაგანი თავისუფლებისა და დამოუკიებლობისადმი.ამას გარდა, ისინი პერიოდულად მშვენივრად ისვენებენ ხოლმე ერთმანეთისგან, (მაგ. ცალ-ცალკე მიდიან დასასვენებლად ან ვიქენდის გასატარებლად) ისე რომ ამით არც ერთი მათგანი ტრაგედიას არ ქმნის. მათ ქორწინებას უფრო ინტელექტუალური კავშირი ამაგრებს, ვიდრე ფიზიკური ლტოლვა და დიდი ვნება. სწორედ ამიტომ, ასეთი ოჯახები მყარი და მეგობრულია.


ტყუპი ქალი ლომი კაცი- საკმაოდ კარგი კავშირია. ტყუპი ქალის მომხიბვლელობას, ქალურობასთან შერწყმულ ბავშვურ თვისებებს და მრავალმხრივობას, ძალიან ადვილად შეუძლია ლომის მოჯადოება. ერთადერთი პრობლემა ტყუპის პერიოდული სიცივეა, რაც ამ ნიშანს საერთოდ ახასიათებს, ლომს კი მოგეხსენებათ სითბო სჭირდება, რაც მეტი მით უკეთესი.


ტყუპი კაცი ლომი ქალი-ასეთი წყვილი ძალიან კარგად გაიკვალავს გზას შოუ-ბიზნესის სფეროში. მთლად უკეთესი თუ ლომი მომღერალი, მოდელი ან მსახიობია, ტყუპი კი მისი იმპრრესარიო ან ჟურნალისტი რომელიც მის შესახებ ქება-დიდებით სავსე სტატიებს დაწერს. ზოგადად არ არის ეს ცუდი კავშირი, მთავარია ტყუპის ხასიათში დამახასიათებელმა უპასუხისმგებლობამ ძალიან არ გააბრაზოს ჯუნგლების დედოფალი.


ტყუპი ქალი ქალწული კაცი- საკმაოდ რთული მაგრამ არცთუ იშვიათი კავშირია. მე პირადად ბევრი შემხვედრია მსგავსი წყვილი, ალბათ იმიტომ რომ ამ ორს ერთი და იგივე პლანეტა მერკური მართავს, მათ მაინც აქვთ ხასიათში საერთო თვისებები.



ტყუპი კაცი ქალწული ქალი-გაცილებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე შებრუნებული კომბინაცია. რადგან ტყუპ კაცს ძალიან სჭირდება გვერდით ჭკვიანი, განათლებული და მეგობრული ქალი. ასეთი კი ნამდვილად არის ქალწული. აქედან გამომდინარე ეს ორი საკმაოდ კარგ წყვილს ქმნის.


imageტყუპი ქალი სასწორი კაცი-ერთერთი საუკეთესო წყვილია. ორივე მათგანი კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარეა. ერთმანეთთან სასაუბრო თემა არასოდეს დაელევათ. ამას გარდა ცხოვრების აღქმაც მსგავსი აქვთ. არც ერთი არ დარდობს ბევრს დაუმთავრებელ საქმეებზე. ყოველთვის აქვთ თავი ახალი იდეებით, გული კი იპტიმიზმით სავსე.მშვენიერი წყვილია.


ტყუპი კაცი სასწორი ქალი- აი აქ კი საქმე ცოტა რთულადაა. რადგან სასწორი ქალი საკმაოდ მტკიცე ხასიათით გამოირჩევა, რომელსაც რბილი და ქალური ნიღბის ქვეშ ოსტატურად მალავს, მაგრამ ტყუპს აუცილებლად მოუწევს მისი ამ თვისებების საკუთარ ტყავზე გამოცდა.



ტყუპი ქალი მორიელი მამაკაცი- თუ ვინმეზე მორიელის შხამი აფსოლუტურად არ მოქმედებს, ეს ტყუპი ქალია. მას შეუძლია, მორიელის მომაკვდინებელი ტრიუკები, გასაოცარი გულგრილობით აიტანოს. ისე რომ მორიელი იქეთ დაბოღმილი დატოვოს.


ტყუპი კაცი მორიელი ქალი- ის მას უბრალოდ წყობიდან გამოიყვანს და ისე დაანერვოზებს თავადაც ვერ გააცნობიერებს ამას. ტყუპის არასტაბილურობა და თანდაყოლილი თავქარიანობა, მორიელ ქალს საშინლად აბრაზებს. ამასთან ერთად მისი შხამიანი რეპლიკების განიავებაც მალე შეუძლია ამ ადამიანს. მოკლედ მშვენიერი მიზეზია ნერვოზისთვის მორიელის შემთხვევაში.


ტყუპი ქალი მშვილდოსანი კაცი-მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ნიშანი ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებად ითვლება, ამ ორს შორის შესაძლებელია მშვენიერი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და თუ მაინც და მაინც ცოლ-ქმარი არ გამოვა მათგან, კარგი მეგობრები დარჩებიან სამუდამოდ.


ტყუპი კაცი მშვილდოსანი ქალი- ამ ორს შორის საკმაოდ მალე ჩნდება მეგორბული და ხალისიანი ურთიერთობა. თუმცა ტყუპის ნიჭი ყველაფერზე იკამათოს, ასევე არაგულწრფელად გამოხატოს ხანდახან ემოციები, მშვილდოსანს ძალიან აბრაზებს. ამას გარდა, არც გვერდზე გახედვის პრობლემები იქნება უკანა პლანზე. რასაც სავარაუდოდ ქალი მშვილდოსანი საპასუხო ფლირტით უპასუხებს.



ტყუპი ქალი თხის რქა კაცი-ძალიან რთული, ხშირად სრულიად არაპერსპექტიული ურთიერთობაა. ბუნებით კონსერვატორი თხის რქა კაცი, ვერ ეგუება ტყუპის ხასიათში ზედმეტ ინფანტილიზმს, გადამეტებულ ჭორაობას, ასევე ოჯახური მოვალეობების და ფინანსების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას. ის რა თქმა უნდა შეეცდება გადააკეთოს თავისი ტყუპი ცოლი, მაგრამ ამ საქმიდან რამდენად გამოვა რამე მე პირადად ეჭვი მეპარება.



ტყუპი კაცი თხის რქა ქალი-ასეთი კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ორივე მათგანი უკვე საკმაოდ დიდ ასაკშია და ცხოვრებაზე ჩამოყალიბებული, დაღვინებული შეხედულებები გააჩნია. თხის რქა ქალი შესანიშნავ მეუღლეობას გაუწევს ტყუპს, თუ ეს უკანასკნელი მწერლის, ჟურნალისტის ან მეცნიერის კარიერას იკეთებს.


ტყუპი ქალი მერწყული კაცი- ფანტასტიური წყვილია. ორი თავქარიანი ერთად, ამასთან ვის უფრო მეტად "უქრის" ვერ გაარკვევ. ისინი არასოდეს მოიწყენენ და არც სხვებს მისცემენ მოწყენის საშუალებას გარშემო, რადგან გამუდმებით ექნებათ კინკლაობის, კამათის და რვასაათიანი ლაქლაქის საბაბი.


ტყუპი კაცი მერწყული ქალი- ამ შემთხვევაში მერწყული ქალის თვისებები, რომელსაც მამაკაცური ელფერი დაჰკრავს, ცოტა აბნევს ტყუპს. მას არ მისცემენ ხოლმე უფლებას ჩვეულებისამებრ იცანცაროს და შეუსრულებელი დაპირებების გამოც პასუხს მოსთხოვენ. თუმცა მიუყედავად ამისა, ამ ორისგან მაინც შესანიშნავი წყვილი დგება, ინტელექტუალური თავსებადობის თვალსაზირისთ.


ტყუპი ქალი თევზი კაცი- არცთუ სახარბიელო კავშირია. მართალია ორივე მათგანი დაფრინავს (უკაცრავად თევზი დაცურავს!) და ხშირად რეალობისგან ორივე მოწყვეტილია, მაგრამ ისინი სხვადასხვა პლანეტაზე არიან. ამიტომ ნაკლებსავარაუდოა ამ ორს რამე გამოუვიდეს სერიოზული ურთიერთობის თვალსაზრისით.



ტყუპი კაცი თევზი ქალი- დასაწყის ეტაპზე, ქალთევზას ინტელექტი და სიღრმე ტყუპ კაცს ძალიან საინტერესოდ და დამაინტრიგებლად ეჩვენება. ის იწყებს ქექვას თავისი ცნობისმოყვარე ტვინით, თუმცა შეიძლება უცებ აღმოაჩინოს, რომ ინტელექტთან ერთად ამ ქალს წუწუნი და თავის შეცოდებაც ყვარებია, რამაც შეიძლება დააფრთხოს ყველანაირი პასუხისმგებლობის მოძულე ტყუპი.

5
9693
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
9693
  
2020, 24 დეკემბერი, 0:52
ტყუპები არაპროგნოზირებადი ტიპაჯჰიაა
2013, 23 მაისი, 17:48
ჩემი შეყვარებული თევზია და უკვე 3 წელია მსვენიერი სერიოზული ურთიერტობა გვაქვს და ნუ დამამწუხრებთ ძალიან გტხოვტ :დ ;დ
2012, 25 ნოემბერი, 11:23
.............
2012, 25 ივნისი, 18:53
ყოველთვის სასაცილო რატომაა ტყუპების აღწერა:D +1:)))))
2012, 22 მაისი, 15:20
ვაა მომეწონაააა :)
0 1 5