x
image
worldsport.ge
“დორტმუნდში” ტრავმიანობა გრძელდება

imageმიმდინარე სეზონში, “დორტმუნდს” სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. მოძალებული ტრავმიანობის შესახებ, დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა Goal-თან ისაუბრა.
“სვენ ბენდერი ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს და მისი თამაში “ჰერტასთან” ძალზე საეჭვოა. გარდა ამისა, საწვრთნელ პროცესს დააკლდნენ სებასტიან კელი და იაკუბ ბლაშჩიკოვსკი. არ ვიცი, რამდენად სერიოზულია მათი დაზიანებები. თითო დღეს ორივე დაისვენებს. მარსელ შმელცერი ამ კვირიდან ვარჯიშობს და ვფიქრობ, მალე დაგვიბრუნდება. ილკაი გუნდოგანი 100%-ით მზად ჯერ არაა, მაგრამ პროგრესი აშკარაა”, - განაცხადა კლოპმა.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0