x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134490
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
უგემრიელესი"კარამელის ტორტი" (მაშას რეცეპტებიდან)
image


ძალიან საინტერესო და გემრიელი ტორტია, სახლის პირობებში მომზადებული ფორთოხლის კარამელით და ნაზი ნაღების კრემით.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის:

–2 ფორთოხლის ცედრა( ქერქი)


–შაქარი–400გრ

–1ჭ.–არაჟანი ან კეფირი

–1ჩ.კ–სოდა

–3 კვერცხი

–ცოტა მარილი

–1/2ჭ.–კაკალი

–ფქვილი–650გრ


ინგრედიენტები კრემისთვის:

–სქელი ნაღები ან არაჟანი–500გრ.

– მურაბის სიროფი(არომატული გემოსი, მაგ.მარწყვის)

–მოხარშული შესქელებული რძე–1/2ქილა


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ფორთოხლის ქერქი ჩავალბოთ ცივ წყალში 3 დღე და დროდადრო გამოვუცვალოთ რომ სიმწარე დაეკარგოს.შემდეგ გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ შაქარი და 5 სუფრის კოვზი წყალი და ვადუღოთ ფერის გამუქებამდე.შემდეგ გავაგრილოთ, დავუმატოთ არაჟანი ან კეფირი და მოვურიოთ, დავუმატოთ სოდა მარილი, კვერცხი, ფქვილი, დაჭრილი კაკალი.გამოვაცხოთ ასეთი 2 ფენა და თითოეული გავჭრათ შუაზე და დავნამოთ მურაბის სიროფით.

კრემი:ავთქვიფოთ ნაღები ან არაჟანი მოხარშულ შედედებულ რძესთან ერთად.

თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი, ზემოდან კი მოვრთოდ ჩვენი სურვილით.(ხილით, შოკოლადით ან კაკლით)

გავაცივოთ რამდენიმე საათი მაცივარში და შემდეგ...


image

მიირთვით გემრიელად!


თქვენი მაშა

















0
269
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0