x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
მარწყვის ტორტი იოგურტით
image
ინგრედიენტები


ბისკვიტისთვის:

2- კვერცხი
120გრ - შაქარი
120გრ - ფქვილი

კრემი:


500გრ - ცივი იოგურტი
120 – 150 გრ შაქრის პუდრა.
2 სკ - ლიმონის წვენი
400 მლ ნაღები 30 %
18 გრ ჟელატინი

დასანამად:


100გრ - მარწყვი
50გრ - მარწყვის სიროფი
100-150 მლ - წყალი
ერთი სუფრის კოვზი სახამებელი
10-12 ცალი - ორცხობილა

მომზდების წესი

გამოვჭრათ ნამცხვირის ქაღალდისგან მრგვალი ფორმა. ჩავრთოთ ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე, ეს ქაღალდი ჩავაფინოთ
ნამცხვრის ფორმაში.

ეხლა მოვამზადოთ ბისკვიტი:

ჯამზე გავტეხოთ კვერცხი და დავამატოთ შაქარი, ვთქვიფოთ მანამ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსება და მასა არ გათეთრდება. კვერცხები კარგად რომ აითქვიფოს უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ამიტომ წინასწარ გამოვიღოთ მაცივრიდან.

ორჯერ გავცრათ ფქვილი და დაამატეთ ათქვეფილ მასას, ცომი მოვზილოთ ერთნაირი მოძრაობით, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად, რომ კვერცხები არ გაცივდეს. უნდა მივიღოთ ფაფუკი ბისკვიტის ცომი. შემდეგ ჩავასხათ ფორმაში.

image
გამოვაცხოთ ბისკვიტი 20-25 წუთის მანძილზე. იმისათვის რომ გავიგოთ გამომცხვარია თუ არა შევამოწმოთ ხის ჩხირით. ცხელზევე მოაცილეთ ქაღალდი და აცალეთ გაგრილება.


დაასხით წყალი ჟელატინს და დადეთ ცალკე. მარწყვი კარგად გარეცხეთ, დაჭერით ხილი ერთნაირ ნაჭრებად, შემდეგ დაჭერით ორცხობილა ორ ნაჭრად. ცალკე იოგურტი და შაქრის ფხვნილი აურიოთ ერთმანეთში.

მზა ჟელატინი შევდგათ ნელ ცეცხლზე და კარგად ვურიოთ. ჟელატინს შევურიოთ იოგურტი 40 გრამი რომელსაც აქვს პუდრა, შედეგ დანარჩენიც და კარგად ვურიოთ.

ჯამში ჩავასხათ ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით სანამ არ მივიღებთ ჰაეოროვან მასას. შემდეგ შევურიოთ ეს ნაღები კრემს რომელიც უკვე გავამზადეთ იოგურტისგან.



image
ლამაზ თეფშზე დავდოთ ბისკვიტი და კრემის სქელი ფენით დავფაროთ ბისკვიტი. კიდეებზე შემოვულაგოთ შუაზე გაჭრილი ორცხობილა.(ისე თითქოს ორცხობილით შემოვღობეთ).


image
კრემზე ზემოდან დავალაგოთ ხილი და ვეცადოთ რომ შემოღობილი ამოვავსოთ კრემით. კრემი კარგად გავასწოროთ და შევდოთ მაცივარში.


ამ ხნის განმავლობაში ჩვენ 20მლ წყალში ჩავყაროთ კრახმალი. დავამატოთ მარწყვი და მიქსერით გავაკეთოთ პიურე, შემდეგ გავატაროთ თხელ ცხრილში ისე, რომ მივიღოთ ერთფეროვანი ფაფა. პატარა ქვაბში ჩავასხათ მარწვის სიროფი დავამატოთ კრახმალიანი წყალი და ხილის პიურე რომელიც უკვე მომზადებული გვაქვს და შემოვდგათ ცეცხლზე. ვადუღოთ მასა მანამდე სანამ არ დაიწყებს გამაგრებას, ამის შემდეგ გადმოვდგათ და ვაცალოთ გაგრილება.

image
მაცივრიდან გამოვიღოთ ტორტი ზემოდან წავუსვათ გაცივებული
ფაფა და დავაბრუნოთ მაცივარში.

image
რომ გამოვიღებთ მაცივრიდან შეგიძლიათ მოაყაროთ თეთრი
შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!









0
117
6-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0