x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში ბარებს მიწისქვეშა მილსადენით მიეწოდება ლუდი.


imageimage
გერმანიაში მიწისქვეშა მილსადენით აწვდიან ბარების ქსელს ლუდს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მრავალრიცხოვანი პოლიტიკური დავის და განხილვის საგანი გახდა მილსადენები, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ, იქნება ეს ნავთობსადენი თუ გაზსადენი მილები. გერმანიაში კი სხვაგვარად ფიქრობენ ამ საკითხზე და უნდა ითქვას პრაგმატულად მიუდგნენ საკითხს, გერმანელებმა შეიმუშავეს და განახორციელეს პროექტი, რომლის მეშვეობითაც, არც მეტი და არც ნაკლები, ლუდი მიეწოდება ბარებს. «Veltines-Arena»–ს ბარების ქსელი ერთმანეთთან გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში, სპეციალური მიწისქვეშა მილსადენებითაა დაკავშირებული და ცივი ლუდი პირდაპირ ადგილზე მიეწოდება ბარებს ამ მილსადენიდან.
მილსადენების ქსელმა მიიღო სახელწოდება "THOR" და სწორედ ამ
მილსადენების ქსელის დახმარებით ლუდით მარაგდება ბარები 5 კილომეტრის რადიუსში. თითოეული ბარის ქვეშ არის სპეციალური საცავი, სადაც სპეციალურ რეზერვუარებში საერთო ჯამში 52 000 ლიტრი ცივი ლუდი ინახება, საიდანაც პირდაპირ ბარების დახლზე მიეწოდება ლუდი. მილსადენიდან ლუდის მიწოდების საშუალო სიჩქარე 14 ლიტრია წუთში. ეს კი ბარებს ხელს უწყობს დააკმაყოფილონ ლუდზე მოთხოვნა, განსაკუთრებით საფეხბურთო მატჩების დროს, როდესაც მომხმარებელთა რაოდენობა ძალზე დიდია.

1
57
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
57
  
2013, 20 დეკემბერი, 12:35
გაბუნია ია–მადლობა
0 1 1