x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ბედი ეწია სოფლად დარიგებულ ვაუჩერებს?!
image2013 წლის გაზაფხულზე ყველა სიხარულით შეეგება ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას, სოფლად ვაუჩერების დარიგების შესახებ.მართლაც მნიშვნელოვანია ქართველი გლეხებისათვის სახელმწიფოს გვერდში დგომა.რეგიონებში ყველა ხალისით შეუდგა სოფლის მეურნეობას.იყვნენ ისეთებიც, ვინც ვაუჩერებით ნაღდი ფულის აღება მოინდომა და რა მოყვა ამას, ალბათ კარგად გახსოვთ.ზოგიერთები ისეთ ხალისზე მოიყვანა, რომ რაც კი ნაკვეთი გააჩნდათ, მათ შორის საძოვრებიც კი, გადახნეს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ გადახნეს და სხვა არაფერი, რითაც საძოვრების მხრივაც ზარალში აღმოჩდნენ, სწორედ ამიტომ გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ 1კგ. ყველის ფასი 10ლარამდეა.

საინტერესოა, ვინც ჭკუითა და დაუზარლად მოიხმარა აღნიშნული ვაუჩერები, მათ თუ იხეირეს?

მოდით გავიხსენოთ ამა წლის ზაფხული, როდესაც ატამი გლეხების თითქმის ნახევარმა ხეებზე შეატოვა მისი ფასიდან გამომდინარე.ვინც სოფლის საქმეში ცოტათი მაინცაა ჩახედული, დამეთანხმებით, რომ დარიგებული 100 და 200-ლარიანი ვაუჩერებით ტონობით ატამს ვერ მოიყვან.გლეხების მიერ დამატებული თანხები ამისათვის კი ზარალად ექცათ.შედარებით გაუმართლათ კახელ გლეხებს ყურძნის თვალსაზრისით.თუმცა პრობლემაა ვაშლისა და მანდარინის გასაღების საკითხი.

მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინოსთან ერთად ვაშლი და ციტრუსიც გავიდოდა, თუმცა სოფელს ამისა არაფერი ეტყობა და ტანჯვით მოყვანილ მოსავალს ქალაქიდან ქალაქში დაატარებენ და უკეთეს შემთხვევაში დაბალ ფასებში ყიდიან.ისე გაუხდათ საქმე, რომ დარიგებული ვაუჩერების გამოყენებასაც კი ნანობს ზოგიერთი.მოტივაცია გაუჩდათ გაზაფხულზე, იშრომეს და ამაოდ.საინტერესოა, გლეხების ასეთ ფუჭ შრომას თუ აანაზღაურებს მთავრობა რაიმე სახით.


ვაშლის მაგალითზე რომ ავიღოთ, 1კგ.ვაშლის მოყვანა გლეხს დაახლოებით 25 თეთრი უჯდება.ადგილობრივ ქარხნებში კი კილოგრამი ვაშლის ფასი 12 დან 20 თეთრამდეა.ბაზარში გატანის შემთხვევაში 1კგ-50 თეთრია საშუალოდ, თუმცა აქ გლეხის მოგებას ტრანსპორტირების საფასური უნდა გამოვაკლოთ.

საკითხავია, ღირდა კი ვაუჩერების დარიგება თუ გასაღების ბაზარი არ გვექნებოდა?!

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0