ფეხბურთი ფერგუსონი: ''ევერტონის გამო შესაძლოა ჩემპიონობა დავკარგოთ'' 2012, 5 მაისი, 15:43 ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთვნელმა სერ ალექს ფერგუსონმა განაცხადა, რომ 2 კვირის წინ ''ევერტონთან'' ფრედ დასრულებული მატჩის გამო მისმა გუნდმა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონის ტიტული დაკარგოს. შეგახსენებთ, რომ ''წითელმა ეშმაკებმა'' არც ისე დიდ ხნის წინ მერსესაიდულ გუნდთან საკუთარ მოედანზე ფრედ - 4:4 ითამაშეს, რის შედეგადაც ''მანჩესტერ სიტიმ'' თავის ჩამორჩენა 3 ქულამდე შემაცირა, ხოლო შემდეგ ტურში თანაქალაქელებს მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლია და პირველი ადგილი ბურთების უკეთესი სხოაბის გამო დაიკავა. ''ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეს ქალაქელებთან საჩემპიონო ბრძოლის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ჩვენ იმ შეხვედრაში არაერთხელ გავედით წინ, თუმცა საბოლოდ ძალიან საჭირო ქულები დავკარგეთ. თუ ჩვენ ჩემპიონატს წავაგებთ, მაშინ ეს ''ევერტონთან'' ჩატრებული მატჩის გამო მოხდება'', - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტნა. ამის შემდეგ მანჩესტერელთა თავკაცმა ''სიტისთან'' წაგებულ შეხვედრაზეც ისაუბრა: ''სიტუაცია ობიექტურად უნდა შევაფასოთ. 90 წუთში ჩვენ მათი მეკარის შესაძლებლობები არც კი შეგვიმოწმებია, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ცუდად არ დაგვიწყია. მაგრამ გასახდელში წასვლის წინ ბურთი გავუშვით, ამის შემდეგ კი თამაშის სცენარი შეიცვალა''. 59 3-ს მოსწონს 1-ს არა
|