x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან?
ყველა ჩვენგანი ყოფილა, ალბათ, მდგომარეობაში, რომლისგანაც
თავის დაღწევა საკმაოდ რთულად მოგვჩვენებია.გაიხსენეთ, ყოფილხართ
სიტუაციაში, როდესაც გჭირდებოდათ თქვენი ემოციების მართვა და ეს არ გამოგივიდათ? ხშირად
ნერვიულობთ, როდესაც გასაუბრებაზე შესასვლელად ემზადებით? მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ
ემოციების კონტროლი ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, რომლის მიღწევაც სულაც არ არის
შეუძლებელი.

’’მეხსიერება ტბასავითაა, ფიქრები კი ტალღებს ჰგვანან
ამ ტბაზე.მსგავსად ტალღებისა ემოციები ჩნდებიან და ქრებიან და ყოველთვის მზად არიან
კვლავ გამოჩნდნენ ნებისმიერ დროს’’-სვამ ვივეკანანდი.

ემოციების კონტროლი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი
ფოკუსირებას მეტად ახდენს თავის მიერ არჩეულ საგნებზე, ვიდრე სამყაროს მიერ შერჩეულზე.მაგალითად:გეშინიათ
სიბნელის.სიბნელე ეს არის გარესამყარო, შიშს კი სიბნელე ირჩევს.სიბნელეს სურს რომ ჩვენ
გვეშინოდეს, თუმცა როგორღაც, ვახერხებთ სიბნელეშიც მშვიდად ყოფნას.სიმშვიდე ჩვენი არჩევანია, ეს
ჩვენი კონტროლია, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვზრდით პოზიტიურ ფიქრებს და ვამცირებთ ნეგატიურს.
ნეგატიური ემოციების მართვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის
ცხოვრებაში.ფსიქოლოგები ძირითად პრობლემად შინაგან ტექსტს მიიჩნევენ და მასზე მუშაობას
გვირჩევენ.


ხშირად ჩვენი ნეგატიური ემოციები ძლიერდება შინაგანი მონოლოგის წყალობით, რომელიც ჩვენს თავში ისმის.თუ ვკიცხავთ საკუთარ თავს რაიმეს გამო, ვაკეთებთ ნაკლოვანებების, პრობლემების, სიძნელეების
ჩამონათვალს-ეს შინაგანი მონოლოგი აძლიერებს ნეგატიურ ემოციებს.ამისთვის
არსებობს სავარჯიშო, რომელსაც პირობითად
უწოდებენ ‘’კარგი", რომელიც გულისხმობს რაიმე
კარგის, პოზოტიური მხარეების პოვნას იმაში, რაც მოხდა, და ამაში არა პრობლემის, არამედ რაიმე შესაძლებლობის, პერსპექტივის დანახვა.

დაუსვით თავს შეკითხვა:"რისთვის? მთავარია არა კითხვა"რატომ" (ეს გასაგებია, რადგანაც ის უკვე გაჩნდა და განიცდება), არამედ"
– რისთვის? რას მოვიგებ, თუ გავაგრძელებ ამ ემოციების განცდას?რისთვის განვიცდი ამას მე, რა აზრი აქვს?"
როგორც ცნობილია, ინტელექტი აფექტის ამხანაგი არ არის, შესაბამისად, როდესაც ადამიანი იწყებს აზროვნებას, მისი ემოციური ფონიც იწყებს გათანაბრებას და მშვიდს
უახოვდება.

მოვლენას არ აწერია, თუ როგორ უნდა განიცადოთ.თქვენი ემოციები
გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებთ ამ მოვლენებს.თუ ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობა თქვენთვის ფულზე მნიშვნელოვანია – მაშინ ნაკლებად
გექნებათ განცდები, თუ საფულეს დაკარგავთ, რადგან ფულის შევსება შეიძლება, ჯანმრთელობის კი ყოველთვის არა.გახსოვდეთ:თუ თქვენ გაგიჩნდათ ემოცია, ეს ნიშნავს, რომ ამ ემოციამდე გაგიჩნდათ სიტუაციის
შეფასება, რომლისგანაც ეს ემოცია დაიწყო.შეცვალეთ იმის შეფასება რაც
ხდება და შეიცვლება ემოციაც.

მნიშვნელოვანია მეხსიერებაც, რომელიც შედგება სხვადასხვაგვარი
მოგონებებისგან.აუცილებელია, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ გონება ‘’არასაჭირო მოგონებებისგან’’, რაც
დაგვეხმარება დადებით ემოციებზე კონცენტრირებაში.

ბოლო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი, რაც შეიძლება
ემოციების გასაკონტროლებლად გამოიყენოთ არის მიტევება, უბრალოდ მიუტევეთ მას და ნეგატიური
ემოციებიც არასდროს გადავა შურისძიების სურვილში.


საკუთარი ემოციების მართვა არა მხოლოდ
შესაძლებელი, არამედ საჭიროც არის.უნდა გვახსოვდეს, რომ
ემოციები-ეს მოვლენის ჩვენებური შეფასებაა.ამიტომ უნდა შევეცადოთ შევცვალოთ მომხდარი
და ამისთვის დავიხმაროთ ორი მნიშვნელოვანი მეთოდი-დავიწყება და მიტევება.





მარიამ შუკაკიძე

0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ შუკაკიძე
მარიამ შუკაკიძე
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0