x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უგემრიელესი თაფლის ტორტი"რიჟიკა" (მაშას რეცეპტებიდან)
image

დღეს შემოგთავაზებთ თაფლის უგემრიელესი ტორტის "რიჟიკას"რეცეპტს.გასაკეთებლად მარტივია და ძალიან ჰაეროვანი და გემრიელია.ამისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი


ინგრედიენტები(ცომი):

–კვერცხი–3ც.


–შაქარი–1ჭ

–თაფლი–3ს.კ

–კარაქი–100გრ

–საჭმელი სოდა–2ჩ.კ

–ფქვილი რამდენსაც შეიზელს


კრემისთვის:

–შედედებული რძე(მოხარშული)–2ცალი

–კარაქი–300გრ

–ვანილი–1 შეკვრა

–დაჭრილი მოხალული თხილი–თავზე მოსაყრელად


ფენების მომზადება:


1)კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად.დავუმატოთ კარაქი და თაფლი და შევდგათ ორთქლის აბაზანაზე ჯამით, დაბალ ცეცხლზე და მუდმივათ ვურიოთ კარამელის ფერის მიღებამდე.დავუმატოთ სოდა, მასა გათეთრდება.

2)გადმოვდგათ ორთქლიდან და შევაზილოთ ფქვილი ხის კოვზით.

3)გავაჩეროთ ცომი 30წთ.და შემდეგ გავყოთ 5-7 ნაწილად.გააჩნია როგორი დიამეტრის ტაფაზე ვაცხობთ.

4)გავაბრტყელოთ თითოეული ცომი ფქვილიან დაფაზე, გამოვჭრათ სასურველი ზომის ფირფიტა, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ გახურებულ ღუმელში.

5)ძალიან სწრაფად ცხვება.როგორც კი ფერს შეიცვლის, მაშინვე გამოვიღოთ.

6)კრემი:ავთქვიფოთ კარაქი და მოხარშული სგუშონი მიქსერით კარგად.

7)თითოელი ფირფიტა დავნამოთ კონიაკიანი სიროფით.

8)თავზე მოვაყაროთ მოხალული კაკალი ან თხილი წვრილად დაჭრილი და მოვრთოთ კრემით სურვილისამებრ.


image

მიირთვით გემრიელად!



თქვენი მაშა

















5
1012
8-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1012
  
2013, 19 დეკემბერი, 0:28
:D ნეტა რატომ :D
2013, 19 დეკემბერი, 0:27
მე უკვე ამოვცალე ეგენიიი..ჩურჩხელას ვერ ვინახავთ რამდენიც არ უნდა გვქონდეს....
2013, 19 დეკემბერი, 0:25
აუუ მე კიდევ ბებომ ჩურჩხელები გამომიგზავნა და ის მიტრიალებს გონებაში :D
2013, 19 დეკემბერი, 0:23
მე წავედი დავწექი თორემ შევზვრებიმალე მაცივარში თან რა კარგი ნამცხვარი მეგულება
2013, 19 დეკემბერი, 0:21
ხომ იცით რომ მინდება :( ღამე ნუ მიდებთ ასეთ სტატიებს :'(
0 1 5