x
image
კატაპულტი
ობამა პუტინის ნერვებზე თამაშობს

image

როგორც უკვე ცნობილია, სოჭის ოლიმპიადას რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურმა გამოუცხადა ბოიკოტი, მათ შორის გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა.როგორც აღმოჩნდა, არც ამერიკის შეერთებული შტატებიაპირებს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების კავკასიაში გამოგზავნას.მათ ნაცვლად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ოლიმპიადის ვიზიტორთა სიაში შეიყვანა ცნობილი ყოფილი სპორტსმენები, რომელთა შორის მრავლად არიან ჰომოსექსუალები, როგორიცაა მაგალითად, ჩოგბურთის ლეგენდა, უიმბლდონის გათამაშების ექვსგზის გამარჯვებული, 70 წლის ბილი ჯეინ კინგი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა გეებისა და ლესბოსელების მხარდაჭერითა და მათი უფლებების დაცვის მოწოდებებით.

როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, აშშ–ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას იმდენად დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, რომ სოჭში გამგზავრებას ვერ შეძლებს.

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რუსეთში მეტად მკაცრი კანონია თითოეული იმ ადამიანისათვის, ვინც არასრულწლოვნებს ჰომოსექსუალურ ცხოვრებაზე ინფორმაციას აწვდის ან მასში ჩაითრევს, და ასევე მათთვის, ვინც აქტიურ, გეი-პარადებით გამომხატველ ჰომოსექსუალურ ცხოვრებას ეწევა.როგორც ჩანს, ბარაკ ობამა რუსეთის ნაბიჯს -ატომური რაკეტების დააშინოს მსოფლიო, სექსუალური თანასწორობის მხარდაჭერის გამოხატვით პასუხობს, რაც პუტინისათვის არც თუ ისე სასიამოვნო უნდა იყოს.

2
228
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
228
  
2013, 19 დეკემბერი, 19:31
მაგ მხრივ მეც მომწონს რუსეთის კანონები,აკრძალვა არაა,მაგრამ არც პროპაგანდას უშვებენ.
2013, 19 დეკემბერი, 18:55
პუტინი საერთოდ გააუქმებს მაგ ოლიმპიადას მაგათ გამო ალბათ :-) არა მაგ საკითხში მართალიცაა ეს კაცი და ძალიან კარგს შვება უმცირესობას რომ არ აპარპაშებს თავის ნებაზე
0 1 2