x
image
worldsport.ge
ფილამ წონები და წესები შეცვალა

imageჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში 6-6 წონითი კატეგორია იქნება.
ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრებისთვის ოლიმპიადაზე მედლები 59, 66, 75, 85, 98 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. თავისუფალ ჭიდაობაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში. ხოლო ქალებში – 48, 53, 58, 63, 69 და 75 კილოგრამებში.
ეს წონები სხვა საერთაშორისო ტურნირებზეც ძალაში დარჩება, ოღონდ აბა როგორ იქნებოდა, ფილას ზედ ერთი უცნაური გადაწყვეტილებაც არ დაერთო – ზემოთ ჩამოთვლილ 6-6 წონით კატეგორიას კიდევ 2-2 დაამატა და დაამტკიცა, რომ ბერძნულ-რომაულში 71 და 80, თავისუფალში - 61 და 70, ხოლო ქალებში 55 და 60 კილოგრამებში ჩემპიონ-პრიზიორები მსოფლიოსა და კონტინენტის ჩემპიონატებსა და გრან-პრის ტურნირებზე გამოვლინდებიან. ოლიმპიურ თამაშებზე კი ამ წონებში მოჭიდავეებს დასვენება მოუწევთ ან საუკეთესო შემთხვევაში, ოლიმპიურ წონებში დამკვიდრებას შეეცდებიან.
სიახლე ძალაში 2014 წლიდან შევა, ისევე, როგორც განახლებული საჭიდაო წესები. ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაზე შევჩერდებით:
თუ აქამდე ბრძოლა ვადაზე ადრე ერთი მოჭიდავის 7-ქულიანი უპირატესობისას წყდებოდა, მომავალი სეზონიდან თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს 10 ქულით დაწინაურება დასჭირდებათ, ბერძენ-რომაელებს – 8 ქულით, თუმცა ამავდროულად, ილეთებიც უფრო გულუხვად შეფასდება.
თუკი მსაჯთა მაგიდა რომელიმე მხარის პროტესტის შემდეგ ლეიბის მსაჯის პირვანდელ გადაწყვეტილებას შეცვლის, მსაჯსაც გააფრთხილებს, ხოლო თუ იმავე შეხვედრაში ასეთი რამ მეორედაც მოხდება, ლეიბის მსაჯი მოიხსნება.
მოჭიდავეს შეხვედრებს შორის დასასვენებლად მინიმუმ 30 წუთი მიეცემა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0