x
image
ვიზა კოხაძე
ბოსტნეული, რომელიც დაავადებებს თავიდან აგვაცილებს
imageსამკურნალო მცენარეების ათასობით სახეობა არსებობს, თუმცა ბოსტნეულებიდან ყველაზე გამორჩეული მაინც ნიახურია, რომელსაც სხვადასხვა სამკურნალო თვისებები აქვს.

ბოსტნეული, რომლითაც შესაძლებელია თავიდან ავიშოროთ პოლინოზი.პროცედურა კი შემდეგნაირად უნდა დავიცვათ:

ავიღოთ 1 კილოგრამი ნიახურის მსხვილი და წვნიანი ღეროები და გამოვწუროთ, რომ ერთი ჩაის ჭიქა წვენი მივიღოთ.წამლის სახით წვენის მიღებას ვიწყებთ 1 ჩ/კ - ით დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.წვენის მიღების პროცედურა თანდათან უნდა გავზარდოთ.

image
მეცნიერული კვლევის შედეგად დადასტურებულია, რომ ნიახური კურნავს როგორც თირკმელებს, აგრეთვე სახსრებსაც.ამ ბოსტნეულის დადებით თვისებებზე ხალხურ მედიცინაშიც ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან წერდნენ. მისი მოხმარება საუკეთესოა თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.კარგია ასევე ნიახურის ფესვებით მკურნალობა.


საჭიროა 2 სუფრის კოვზ გამხმარ და დაქუცმაცებულ ნიახურის ფესვს 2 სუფრის კოვზი ვირისძუა ბალახი - ისიც ასევე გამხმარი და დაქუცმაცებული შევურიოთ და დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა გადადუღებული ცივი წყალი, გავაჩეროთ 3 საათი მინის ქილაში, შემდეგ კი გავწუროთ.მიღებული წვენი უნდა მივიღოთ დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი მესამედი (1/3 ) ჭიქის ოდენობით. ნაყენს აქვს მსუბუქი შარდმდენის მოქმედების თვისება, რომელიც შესანიშნავად არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას.imageimageimage

1
777
13-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
777
  
2013, 24 დეკემბერი, 15:43
გამიგია,რომ სისხლსაც წმენდს და მაწონში ვურევდი და ისე ვჭამდი ხოლმე.
0 1 1