x
image
worldsport.ge
უჰრინმა “პლზენთან” ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა

imageთბილისის “დინამოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა-უმცროსმა ჩეხეთის “პლზენი” ოფიციალურად ჩაიბარა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “პლზენის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სამშაბათს, ჩეხური კლუბის ხელმძღვანელობამ უჰრინი ოფიციალურად წარადგინა. 46 წლის სპეციალისტმა “პლზენთან” ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. უჰრინის ასისტენტები ირჟი სკალა და ზდენეკ ბეჩკა იქნებიან. ფიზმომზადების მწვრთნელად მიხალ რუკავიჩკა იმუშავებს, რომელიც უჰრინ-უმცროსს “დინამოში” ეხმარებოდა.
“ვიქტორიას” წინადადების შემდეგ, მოსაფიქრებლად დრო არ მქონდა. ბოლო წლებში, ჩეხეთში ეს გუნდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. მომავალშიც კლუბს ძალიან მაღალი ამბიცია აქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ “პლზენი” როგორც ჩეხეთში, ასევე, ევროპაში წარმატებული იყოს” – თქვა უჰრინმა პრესკონფერენციაზე.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0