x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
იმერეთის გუბერნატორი: ქუთაისს პარლამენტი არ სჭირდება

imageიმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, ქუთაისს პარლამენტი არ სჭირდება.


ამის შესახებ მეფარიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.


მისი თქმით, ქუთაისს მხოლოდ სტუდენტური ქალაქის სტატუსი განავითარებს და იგი იმედოვნებს, რომ ქალაქი ახალ სტატუსს მალე მოირგებს.


"ქუთაისს პარლამენტი არ სჭირდება. ამ ქალაქს აქვს სტუდენტური ქალაქის პოტენციალი და შეიძლება იმაზე ფიქრი, თუ როგორ განვავითაროთ ამ კუთხით ეს ქალაქი. მიუხედავად იმისა, როგორც ქუთაისელს მიხარია და მომწონს პარლამენტი, რომ ქუთაისშია, თუმცა ობიექტური, თუ ვიქნები უნდა ვთქვა, რომ პარლამენტის ადგილი არის დედაქალაქში, -განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.

0
688
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
688
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0