x
image
worldsport.ge
მოურინიომ თავდამსხმელებს შეუტია

imageლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ფერნანდო ტორესისა და დემბა ბას დაბალშედეგიანობას იწუნებს. პორტუგალიელი სპეციალისტი ფორვარდთაგან ძალზე შედეგიან თამაშს არც ელის, მაგრამ მიმდინარე სეზონში გატანილი 2-2 გოლი არასაკმარისად მიაჩნია.
“ჩვენი ფორვარდებისგან სეზონში 25-30 გოლს ნამდვილად არ ველი, მაგრამ ტორესისთვისა და ბასთვის 2-2 გოლი მართლაც ძალიან ცოტაა. ადრე თუ გვიან, ეს ციფრები გაუმჯობესდება. მომწონს, როგორც თამაშობს ტორესი უბურთოდ, მაგრამ ესპანელი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის გამწვავება”, - განუცხადა მოურინიომ ბრიტანელ ჟურნალისტებს.
დიდი ალბათობით, იანვარში, “ჩელსი” ბას გაასხვისებს.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0