x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
არაჩვეულებრივი რულეტი ვაშლით (მაშას რეცეპტებიდან)
image

დღეს შემოგთავაზებთ ძალიან მარტივად გასამზადებელ, უგემრიელეს ხილის რულეტის რეცეპტს.ახლა რადგან ზამთარია შეგვიძლია გამოვიყენოტ ცოცხალი ვაშლი და რომელიმე მშრალი ხილი, ან შერეული მშრალი ხილი რომელიც ძალიან გაალამაზებს და გააგემრიელებს ჩვენს რულეტს.მოეწონებათ ბავშვებსაც და რათქმაუნდა თქვენც, რადგან ძალიან უხდება ჩაის და ყავას.

ამ გემრიელი ნამცხვრის მოსამზადებლად კი, საჭიროა გვქონდეს შემდეგი

ინგრედიენტები:



–კვერცხი––––––––––4ც.

–შაქარი–––––––––––3ს.კ.

–ფქვილი––––––––––4ს.კ

–ვანილი––––––––––1შეკვრა

–მცენ.ზეთი–––––––4ს.კ

–ვაშლი––––––––––-2ც.

–შავი ქლიავის ჩირი ან სხვა მშრალი ხილი–100გრ.

–დარიჩინი გემოვნებით

–გამაფხვიერებელი 1/2 ჩ.კ


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:


1)პირველ რიგში გავაცალკავოთ კვერცხის გული და ცილა და ავთქვიფოთ ცალცალკე.შაქრის რაოდენობა გავანაწილოთ ორივესთვის.კარგად როცა ამოვა კვერცხის ცილა, შემდეგ დავამატოთ შაქარი.

2)ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები, დავუმატოთ ვანილი, ზეთი, გამაფვიერებელი და ფქვილი.როცა კარგად შეერევა შემდეგ თანდათან შევურიოთ ათქვეფილი ცილა და ვურიოთ ნელა, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

3)გავახუროთ ღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე.

4)ახლა უნდა გავამზადოთ გულსართი.ვაშლი გავრეცხოთ და დავჭრათ კუბიკებად ან პატარა ნაჭრებად.

5)ნამცხვრის ოთკუთხა ფორმაში ჯერ დავაფინოთ ქაღალდი, მოვაყაროთ დაჭრილი ვაშლი და მშრალი ხილი(თუ დიდებია დავჭრათ)თუ მოგვწონს, მოვაფრქვიოთ ცოტა დარიჩინიც.შემდეგ კი მოვასხათ ზემოდან ნამცხვრის მასა და შევდგათ გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.თვალი ვადევნოთ ცხობის პროცესს, რადგან გამოცხობის ხანგრძლივობა ჩვენს ღუმელზეა დამოკიდებული.

6)გამოვიღოთ ღუმელიდან, ფრთხილად გადავიტანოთ ტილოზე და ვიდრე თბილია გადავახვიოთ ჩვენი რულეტი.

7)რომ გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა და ...


image


მიირთვით გემრიელად!



თქვენი მაშა

0
546
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0