x
image
worldsport.ge
რიბერი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს უმიზნებს

imageმიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებას გეგმავს.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ხვალ ნახევარფინალური მატჩი ელის ჩინურ “გუანჩჟოუ ევერგრანდთან”.
“წელს კიდევ ორი თამაში გვაქვს მოსაგები. თუ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გავიმარჯვებთ, მაშინ დღესასწაულებს ოჯახებთან ერთად ბედნიერად შევხვდებით. ჩინური კლუბის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ჩვენ ფავორიტები ვართ. ეს ტურნირი ჩვენი უკანასკნელი სამიზნეა ამ წელიწადში და ჩვენ ჯილდოს მოგება გვინდა. სწორედ ამიტომ, მოტივაციის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ გვექნება” - განაცხადა ფრანგმა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0